უსაფრთხო გარემოსა და ალდაგის პარტნიორობის შედეგად, ალდაგის კორპორატიულ მომხმარებელს ექნება საშუალება, მიიღოს 25%-მდე ფასდაკლება შრომის უსაფრთხოების მომსახურებაზე.
ალდაგის მომხმარებლებს კომპანია შრომის უსაფრთხოების მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს, კერძოდ:
· შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება
· საფრთხეების გამოვლენა და რისკების შეფასება
· მაკორექტირებელი ღონისძიებების შემუშავება
· უსაფრთხოების ნიშნების შერჩევა, დამზადება და განთავსება
· ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების განსაზღვრა და რეკომენდაციების მომზადება
· ინსტრუქციების - ტრენინგების მომზადება და ჩატარება , შრომის უსაფრთხოების 29 მოდული
· სახანძრო უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის შეფასება
· მონიტორინგი და ინსპექტირება
· დასკვნის მომზადება
· შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შედგენა, მართვა და კონტროლი
· საევაკუაციო გეგმის მომზადება და განთავსება
„მოხარული ვართ, რომ შედგა ორმხრივი თანამშრომლობა, რათა მხარი დავუჭიროთ ალდაგის კლიენტ კომპანიებს, მაქსიმალურად ეფექტურად, პროფესიონალების დახმარებით დანერგონ უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებები. შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მაღალრისკიან სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის კანონმდებლობით სავალდებულოა და ის მრავალ დეტალს მოიცავს, ამიტომ პროცესის სწორად მართვას დარგის სპეციალისტები სჭირდება. მზად ვართ ალდაგის მომხმარებელს დავეხმაროთ კანონის შესაბამისად უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“ - აცხადებენ უსაფრთხო გარემოში.
ალდაგსა და უსაფრთხო გარემოს შორის არსებული შეთანხმების შედეგად განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები