საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ევროპარლამენატრ ჰეიდი ჰაუტალას პრორუსულ პოლიტიკაზე ინფორმაციას ავრცელებს.
გიორგი აბრამიშვილი ამერიკული მედია გამოცემის Dailybeast-ის სტატიას აქვეყნებს და ევროპარლამენტარს, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს, "მწვანეების" მორიგ ფსევდო ლუსტრაციას უწოდებს.
"ეს სწორედ ის ევროპარლამენტარია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს. მისი განცხადებები ცალსახად ატარებს პრორუსულ ხასიათს. ახლა უკვე ნათელია რატომ იყენებენ "მწვანეები" მის ციტატებს ასე აქტიურად.
„ევროპარლამენატრი, ჰეიდი ჰაუტალა "კრემლის ჭკუაზე სიარულში" იმის გამო დაადანაშაულეს, რომ მან დაბლოკა პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ სანქციების რეზოლუცია“- ამ სტატიას ამერიკული მედია Dailybeast ავრცელებს.
გიზიარებთ სტატიიდან ძირითადად აქცენტებს:
• ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჰეიდი ჰაუტალა კულისებში ამტკიცებს, რომ ევროკავშირს აქვს პუტინის საწინააღმდეგო” აკვიატება” და კანონმდებლებს სურთ, რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ The Daily Beast- ზე გაჟონილი მის მიერ 300მდე ელექტრონულ ფოსტზე შემთხვევით გაგზავნილი მეილი.
• ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ერთერთმა წევრმა, რომელიც ქალბატონი ჰაუტალას საქციელით არის აღშფოთებული, თქვა, რომ ჰაუტალა- ს მსგავსი ობსტრუქციონისტები "ან გულუბრყვილო სასარგებლო იდიოტები არიან, ან გამიზნულად დადიან კრემლის ჭკუაზე“.
• ჰაუტალა ერთ დროს რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ გამოჩენილი მებრძოლი იყო, მაგრამ ბოლო წლებში ფინელმა პოლიტიკოსმა რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა.
• 2016 წლის აპრილში ჰაუტალამ სცადა კრემლის პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება ბრიუსელში. ჩვენება ბოლო წუთს გაუქმდა მწვანეთა პარტიის ჯგუფში განრისხებული აურზაურის შემდეგ.
ესეც მორიგი ფსევდო "მწვანეების" ლუსტრაცია, გილოცავთ ახალ წელს..." - წერს გიორგი აბრამიშვილი.
ლინკი იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები