"იცით ამ ცხოვრების მთელი ცინიზმი რაშია?..უბრალოდ მოუნდება ცხოვრებას, ბედს, იღბალს და გადაგჯეგავს, მიწასთან გაგასწორებს.." - ანიტა ფაცაციას ბებიის ემოციური პოსტი
სოც.მედია - 11:45, 10 Jun, 2021     1630

ანიტა ფაცაციას ბებია , თამუნა გლურჯიძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს თუ როგორ ცხოვრობს ანიტას გადაცვლების შემდეგ, რა ღირებულებები გადააფასა და ა.შ.

"ნიუპოსტი" თამუნას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ანიტას მერე ცხოვრებასთან მიმართებით ამოვიღე კითხვა “რატომ?” იმ დღიდან ჩემთვის აღარ არსებობს არანაირი ლოგიკა და სამართალი. აი, უბრალოდ მოუნდება ცხოვრებას, ბედს, იღბალს, ან რაღაც სხვას, რომელსაც არ ვიცი რა ჰქვია და გადაგჯეგავს, მიწასთან გაგასწორებს, ბოლოს ჩაგჩურჩულებს “თუ მომინდება, კიდევ მოვალ და რასაც მომინდება იმას ვიზამო” და დაგტოვებს კაცმა არ იცის რა დროით.

ამის მერე, თუ ოდნავ მაინც შემოგრჩა ძალა, იწყებ ნელ-ნელა აზრზე მოსვლას და ფეხზე დადგომას. თუმცა ხვდები, რომ ეს ის სამყარო აღარაა. ყველაფერი იგივეა, მაგრამ სამყარო მაინც სხვაა. მოგვიანებით კი ხვდები, რომ მიზეზი შენ ხარ. უფრო სწორედ ის, რომ შენ აღარ და ვეღარ ხარ ის, რაც აქამდე იყავი.

იცით ამ ცხოვრების მთელი ცინიზმი რაშია? მაინცდამაინც ამხელა ტკივილი რომ სჭირდება ადამიანს აზრზე მოსასვლელად და უამრავი რამის გადასაფასებლად.

მერე? მერე იმდენი რამ გეჩვენება სისულელედ, რაც მანამდე მნიშვნელოვანი იყო და გებრალება (ხო, აი, ასეთ ცხოვრებისგან გადაჯეგილს გებრალება) ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან და არ იციან, არ აქვთ ბედნიერების აღქმის და ბედნიერებით ტკბობის უნარი. გინდა შეაჯანჯღარო ისინი, მაგრამ ხვდები, რომ ამით მხოლოდ მათ გაბრაზებას და წყენას გამოიწვევ, უარეს შემთხვევაში კი მათგან აგრესიას მიიღებ, შენ კი ამისი ნერვი აღარ გაქვს და არავისაც არაფერსაც აღარ ეუბნები. უბრალოდ გებრალება, რომ აქვთ და ვერ ირგებენ. მორჩა. მათი სიბრალულის მიღმა და რეალურად კი შენი თავი გებრალება ამ ტრაგედიამდე, რადგან შენც ასეთი იყავი – უსაშველოდ ბედნიერი, მაგრამ უამრავი სისულელით იმახინჯებდი ამ ბედნიერებას.

ამ ყველაფრის მერე აკვიატება დამეწყო, სულ მინდა გავცე რაღაც პოზიტიური (ვხვდები, რომ, რატომღაც, ესეც გამაღიზიანებელია და ვცდილობ დოზირებას). და ველოდები, ზოგჯერ მოთმინებით, ზოგჯერ კი მოთმინებანაღალატევი, ისედაც აბსურდულ და დაუნდობელ რეალობას შეჩეჩებული ადამიანები როდის მივხვდებით, რომ საშველი ჩვენშია, ჩვენს ურთიერთობებში, ერთმანეთისათვის სიტყვის, სითბოს, ხელის შეშველებაში. ჩვენ კი რა დღეში ვართ, რას დაგვამსგავსეს, სრულიად შეგნებულად და ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ წაგვართვეს და რაში გაგვაცვლევინეს ბედნიერებით ტკბობის და ბედნიერების აღქმის უნარი?!

დავიბრუნოთ, რა, დავიბრუნოთ საკუთარი და სხვისი ბედნიერებისთვის ცხოვრების სურვილი! გაუსაძლისია და მზარავს უკვე იმის ყურება, თუ რაზე ვახურდავებთ ყოველ დღეს და წუთს.

სხვისი არ ვიცი და მე სანთლით ვეძებ ადამიანებს, ვინც სიყვარულით და ბედნიერებით ცხოვრობენ მიუხედავად იმისა, თუ რა დოზით არგუნა მათ ცხოვრებამ ისინი. ვეძებ იმიტომ, რომ ადამიანი ვარ და მჭირდება; მჭირდება და ამიტომ მინდა მეტი, ბევრი, ძალიან ბევრი ყოველ დილით სიყვარულისთვის და ბედნიერებისთვის გაღვიძებული ადამიანი.

P.S. ჩემს გამო არ ვწერ ამას, ჩვენს გამო ვწერ, ყველას გვჭირდება ეს,“ – წერს თამუნა გლურჯიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42