წიგნის - "ახალი კორონავირუსი და თსუ-2020“ პრეზენტაცია
საზოგადოება - 21:16, 09 Jun, 2021     1249

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის ,,ახალი კორონავირუსი და თსუ - 2020“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მომზადებულია თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის მიერ (წიგნის შემდგენელი და რედაქტორი: ნინო კაკულია) და შეეხება პანდემიის პირობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათი დაძლევის გზებსა და თსუ პროფესორების, სტუდენტების, თანამშრომლების მოსაზრებებს პანდემიურ რეალობასთან დაკავშირებით.

პრეზენტაციას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, თსუ-ის კანცლერი ლაშა საღინაძე, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

„ახალმა კორონავირუსმა ცხოვრების ახალი წესი დაამკვიდრა და აღიშნულ წიგნში ავტორი შეეცადა ეს პრობლემა სხვადასხვა რაკურსიდან წარმოეჩინა. წიგნში მოცემულია როგორც მედიკოსების, ასევე არამედიკოსების მოსაზრებები ვირუსის შესახებ. საუბარია იმაზე, თუ როგორ ღირსეულად დაძლია თსუ-მ პირველი ეტაპის გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა ონლაინ სწავლებას, თანამშრომლებთან დროულ ინფორმირებას და ამავე დროს, თსუ-მ თავისი წვლილი შეიტანა მოსახლეობის ფსიქოლოგიური დახმარების საკითხებშიც,“- აღნიშნა თსუ მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.

წიგნის შემდგენელისა და რედაქტორის ნინო კაკულიას თქმით, წიგნში ასახულია, ის თუ რა ახალი წესები ამოქმედდა და რა გარემო შეიქმნა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ,,კოვიდ-19“-ის გავრცელების საფრთხე გაიზარდა; რა გადაწყვეტილებებით პასუხობდა უნივერსიტეტი ახალ სირთულეებს; რაზე მსჯელობდნენ, რა პოზიციებს გამოხატავდნენ და როგორ შეხვდნენ ცხოვრების ახალ რუტინას უნივერსიტეტის თანამშრომლები, პროფესორები და სტუდენტები.

„გაზეთის რედაქციაში ვირუსის შესახებ სხვადასხვა ასპექტით მრავალი მასალა დაგვიგროვდა. ამის საფუძველზე, გადავწყვიტეთ არსებული ინფორმაცია წიგნად გამოგვეცა. მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტში, მიუხედავად პანდემიისა, ონლაინ ღონისძიებები, სადისკუსიო პანელები და კონფერენციები მუდმივად იმართებოდა,”- აღნიშნა ნინო კაკულიამ.

წიგნში ასევე ასახულია თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიმოხილვა, რაც პანდემიის დროს სასწავლო პროცესის და ახალი გარემო პირობების მიმართ სტუდენტთა დამოკიდებულებებს უკავშირდება. წიგნი შეასრულებს ისტორიული წყაროს, თავისებური დოკუმენტური მასალის როლს სამომავლოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42