თსუ-ის ბრენდირებული პროდუქციის ონლაინ მაღაზია store.tsu.ge განახლდა
საზოგადოება - 18:42, 09 Jun, 2021     1186

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და მრავალფეროვანი ბრენდირებული პროდუქციის შეძენა განახლებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით დღეიდან შეიძლება. ამის შესახებ ხელშეკრულებას თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ და შპს პანტას დირექტორმა ლევან სუმბაძემ მოაწერეს ხელი.

„განახლდა თსუ ონლაინ მაღაზია, სადაც თსუ-ს ბრენდირებული ნივთების ასევე განახლებული კოლექციის შეძენა შეიძლება. შემოვიდა ახალი პარტნიორი - „პანტა“. ვებ პლატფორმაზე შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ყველა კურსდამთავრებულს და თსუ-ს გულშემატკივარს შეეძლება ბრენდირებული საქონლის გამოწერა,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ კანცლერის, ლაშა საღინაძის განცხადებით, ვებგვერდზე store.tsu.ge განთავსებული იქნება აქსესუარები, ტექნიკა, საკანცელარიო ნაწარმი, მაისურები, ჰუდები და სხვა. „კომპანია პანტასთან და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, განახლდა თსუ-ს ონლაინ მაღაზია, სადაც გაიყიდება თსუ-ს ბრენდირებული მრავალი სახის პროდუქცია. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ჩვენ გვყავს კურსდამთავრებულთა დიდი არმია, ამასთანავე, ამჟამად თსუ-ში 24 ათასი სტუდენტი სწავლობს, მრავალი ათასი ადამიანია დასაქმებული უნივერსიტეტში და მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სასიამოვნო იქნება ბრენდირებული პროდუქციის შეძენა,“- განაცხადა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ.

თსუ-ის ბრენდირებული პროდუქციის დამზადებას, ონლაინ მაღაზიაში განთავსებას და მომხმარებლისთვის მიწოდებას შპს. პანტა უზრუნველყოფს. შპს. პანტას დამფუძნებლის გიორგი დოლიძის თქმით, განთავსებული პროდუქცია თსუ-ის 300 ათასი კურსდამთავრებულისთვის და სხვა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მთელ ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთაც.

„ჩვენი ბიზნესჯგუფი საქართველოში გამოირჩევა საინტერესო პროექტების განხორციელებით. ჩვენთვის ეს არ არის უბრალო ბრენდ მაღაზია, სადაც თსუ-ს ლოგოებია განთავსებული ბრენდირებულ პროდუქციაზე; აქ ასახულია უნივერსიტეტის ასწლოვანი ისტორია და ამავდროულად, ის უნიკალური დიზაინერული ნამუშევრები, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ სტუდენტს გამოხატოს მათი ინდივიდუალიზმი თსუ-ს მრავალწლიან ისტორიასთან ერთად,“- აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

ონლაინ მაღაზიაში გამოწერილი ნივთების ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია, ხოლო შეძენის ვადები და ღირებულებაც შესაბამისია: მომხმარებლები პროდუქციას მიიღებენ თსუ-ში 5 სამუშაო დღის ვადაში - უფასოდ; თბილისში 4 სამუშაო დღის ვადაში - 5 ლარი; საქართველოს მასშტაბით (გარდა კვირა დღისა) 7 სამუშაო დღის ვადაში - 7 ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42