Google-ის ყიდვაზე უარი
1999 წელს, იმ დროს პოპულარული საძიებო სისტემის excite.com-ის მფლობელს შესთავაზეს, რომ Google-ი 1 მილიონ დოლარად შეეძინა. მან უარი თქვა... დღეს google-ი 280 მილიარდი დოლარი ღირს.ახალი მატარებელი SNCF
ხუთი წლის წინ საფრანგეთის მთავრობამ, სარკინიგზო ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია SNCF-ს 2 000 ახალი მატარებელი შეუკვეთა. შეკვეთის შესრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთავრობამ ფირმას არასწორი ზომები მიაწოდა და ვაგონები სასურველზე უფრო განიერი იყო. შეცდომის ფასი - 68,4 მილიონი დოლარი.
ალასკის გაყიდვა
1867 წელს რუსეთმა ამერიკას მისი აზრით, "უსარგებლო ტერიტორია" - ალასკა $7,2 დოლარად მიყიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ალიასკაზე ნავთობი აღმოაჩინეს. რა ფასი დაუჯდა ეს შეცდომა რუსეთს, ძნელი მისახვედრი არ არის.
სასვენი ნიშანი, რომლის დასმაც დაავიწყდათ
ესპანეთის ფლოტმა გემთმშენებლებს წყალქვეშა ნავის დამზადება შეუკვეთა. ხელისუფლება გეგმავდა, რომ მისი წონა 7,7 ტონა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ინჟინერს შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენისას მძიმის დასმა დაავიწყდა და.. ხომალდი 77 ტონის გამოვიდა. ზარალი - 11 მილიონი დოლარი.
გადაყრილი ბიტკოინები
2009 წელს ჯეიმს ჰაუელმა იაფად 7500 ბიტკოინი შეიძინა. სამწუხაროდ, მან მყარი დისკი, რომელზეც ე.წ. ბიტკოინსაფულე იყო ჩაწერილი გადააგდო. პირველად მან თავისი შეცდომის შესახებ 2013 წელს ინანა - მის მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტის ფასი 3,5 დოლარი იყო. აი, 2020 წლის ბოლოს კი მას 70 მილიონი დოლარით შეეძლო გამდიდრებულიყო.
Apple-ის აქციების გაყიდვა
რონალდ უეინმა, რომელმაც სტივ ვოზნიაკსა და სტივ ჯობსთან ერთად დაარსა კომპანია Apple-ი, დაკარგა ამ საქმის რწმენა და თავისი წილი - აქციების 10%-ი 800 დოლარად გაყიდა. უეინის ზარალი კოლოსალურია, თუმცა, ის დღემდე ჯიუტად აცახდებს, რომ თავის საქციელს არ ნანობს.
გადაგდებული ლატარიის ბილეთი
2010 წელს ინგლისელმა ქალბატონმა ლატარიაში 183 მილიონი დოლარი მოიგო. თავად მიხვდებით, რა რეაქცია ექნებოდა მას, როდესაც გაიგო, რომ გათამაშებამდე ერთი დღით ადრე ბილეთი მისმა მეუღლემ ნაგავში გადააგდო.
დაკარგული კოსმოსური თანამგზავრი
1999 წელს NASA-მ კოსმოსში თანამგზავრი გაუშვა. სამწუხაროდ, სააგენტოს თანამშრომლებმა ფრენის მანძილი კილომეტრებში მიუთითეს, არადა დამკვეთ აეროკოსმოსურ კომპანია Lockheed Martin-ს გაანგარიშებები სხვა საზომი სისტემით ჰქონდა გაწერილი. თანამგზავრი კოსმოსში დაიკარგა. ზარალი - 125 მილიონი დოლარი.
მასალის გამოყენების პირობები






