რელიგიათა საბჭო: ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ ომბუდსმენის წინააღმდეგ თავდასხმების გამო
საზოგადოება - 19:50, 08 Jun, 2021     1339

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო განცხადებას ავრცელებს.

საბჭო გამოხატავს ღრმა შეშფოთებასა და გულისტკივილს პირადად საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და მისი თანამშრომლების, ასევე ზოგადად, ომბუდსმენის ინსტიტუტის წინააღმდეგ გახშირებული უსაფუძვლო თავდასხმების გამო.

"საჭიროდ მივიჩნევთ, შევახსენოთ ყველას, რომ სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი; მისი ვალდებულებაა პირნათლად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დაიცვას ადამიანები, რომელთა უფლებები ილახება, დაიცვას ისინი ნებისმიერი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად.

განსაკუთრებით დიდ შეშფოთებასა და მიუღებლობას იწვევს ის გარემოება, რომ გაჟღერებული შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დევნისა და ძალადობისკენ მოწოდება, ხშირად, რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელითაა შენიღბული. რელიგიასა და სამშობლოს სიყვარულს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს სიძულვილთან". – ნათქვამია განცხადებაში.

საბჭო დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ შეტევა, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი შედეგის გარეშე დასრულდება საქართველოს მოქალაქეების გამო, რომლებიც სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მასობრივ გამოხატვას ნეგატიურად და კრიტიკულად აფასებენ.

"კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას უშუალოდ სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისადმი და მივიჩნევთ, რომ ომბუდსმენის შრომას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის". – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  • საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
  • ევანგელისტური ეკლესია
  • ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
  • ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
  • სახარების რწმენის ეკლესია
  • აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  • მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
  • სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • ხსნის არმია
  • ევანგელური ეკლესია "ურყევი საფუძველი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42