სენაკში ადგილობრივი მამაკაცი კორონავირუსით გარდაცვლილი დედის ცხედარს პროტესტის ნიშნად არ კრძალავს.
როგორც ცნობილი ხდება, 73 წლის ინეზა გოგია სამი დღის წინ გარდაიცვალა, კოვიდინფექციით დაღუპულები კი პროტოკოლის მიხედვით სამ დღეში უნდა დაიკრძალონ, თუმცა, გარდაცვლილი ქალის შვილი რამაზ გოგია დედის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს და ცხედრის დაკრძალვაზე უარს აცხადებს.
როგორც რამაზ გოგია აცხადებს, კოვიდინფიცირებული ქალი აბაშის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს - მას პნევმონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ჰაერის უკმარისობა და არითმია ჰქონდა. ჩაუტარდა შესაბამისი პრცედურები და არითმია მოეხსნა. რამაზ გოგია ეჭვობს, რომ სწორედ მიღებულმა წამლებმა გამოიწვია ქალის სიკვდილი.
მგომარეობის დამძიმების შემდეგ ინფიცირებული ქალი აბაშის კლინიკიდან ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მდგომარეობის დამძიმებიდან ხუთ დღეში გარდაიცვალა.
რამაზ გოგია მომხდარში აბაშის კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. გარდაცვლილის სახლში პოლიცია იმყოფებოდა, რომელმაც რამაზ გოგიას კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილის დაკრძალვის წესები გააცნეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის მოხდება 75 წლის ქალის დაკრძალვა.
მასალის გამოყენების პირობები






