პირველი ტექნოლოგიური სადაზღვევო პროდუქტი საქართველოში - backapp ალდაგისგან
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:45, 08 Jun, 2021     1583

პირველად საქართველოში, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ციფრული დაზღვევის აპლიკაცია - backapp შექმნა.

აპლიკაცია მუშაობს ჭკვიანი მოწყობილობის გამოყენებით და იძლევა ისეთ უნიკალურ შესაძლებლობას, როგორიცაა - დაზღვევის ფასის მორგება მძღოლის ინდივიდუალურ მონაცემებზე. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან მომხმარებელს შეუძლია დაზღვევაზე ის ფასი მიიღოს, რომელიც მანქანის ტარების ხარისხის პროპორციულად დაანგარიშდება.

backapp-ის აპლიკაცია უკავშირდება მოწყობილობას, რომელიც უბრალოდ თავსდება ავტომობილში და რომელიც, რამდენიმე პარამეტრის მიხედვით (აჩქარება, მოხვევა, სიჩქარე, დამუხრუჭება) აგენერირებს ინფორმაციას ავტომობილის ტარების ხარისხზე. ეს მონაცემები აისახება აპლიკაციაში, რომელიც თავის მხრივ, განსაზღვრავს სადაზღვევო ფასს.

საშუალოდ backapp-ით დაზღვევა სტანდარტულ დაზღვევასთან შედარებით ორჯერ უფრო იაფია. backapp-ის დახმარებით, მძღოლებს შეუძლიათ:

· შეაფასონ საკუთარი პროფესიონალიზმი და მიიღონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენად სწორად და კარგად მართავენ ისინი საკუთარ ავტომობილებს;

· მიიღონ ტარების ხარისხის შესაბამისი ფასი. ამასთან, სრულიად გამჭვირვალედ ადევნონ თვალი ფასის გენერირების პროცესს და გააუმჯობესონ მართვის ხარისხი, თუ სურთ უკეთესი ტარიფის მიღება;

· მიიღონ გაუმჯობესებული ფასი რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით: (1) გაჩერებულ მანქანაზე თანხა არ იწერება, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ავტომობილი დაზღვეულია (2) რაც უფრო ცოტას დადის ავტომობილი, მით ნაკლებია სადაზღვევო პრემია(3) რაც უფრო კარგად დადის მძღოლი, მით ნაკლებია სადაზღვევო პრემია

backapp-ით ავტომობილის დაზღვევა სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. დაზღვევის პროცესი არის სრულად ციფრული. საკმარისია მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა, რის შემდეგაც მომხმარებელს შეუძლია გაიაროს ტესტდრაივი და ნახოს, როგორ მართავს ის საკუთარ ავტომობილს და დაახლოებით რა თანხას აგენერირებს მისი ერთი მარშრუტი. ტესტდრაივი მძღოლებს წარმოდგენას შეუქმნის, რამდენად პროფესიონალურად ფლობენ ავტომობილს და რა თანხასთან იქნება დაკავშირებული ავტომობილის დაზღვევა.

backapp-ი, გარდა მთელი რიგი ტექტნოლოგიური უპირატესობებისა, მომხმარებელს სხვადასხვა სარგებელს სთავაზობს, ესაა ფასდაკლებები ავტონაწილებსა და საწვავზე; უფასო რეცხვის ვაუჩერები, 24 საათიანი ავტოასისტანსი და ა.შ.

backapp დაზღვევით იფარება ისეთი გავრცელებული რისკები, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ე.წ. დამხვდა დაზიანებული შემთხვევები, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება, სტიქია და ა.შ.

„ვამაყობთ, რომ ჩვენ ვართ პირველი გუნდი საქართველოში, ვინც, მიუხედავად რთული ტექნოლოგიური გამოწვევებისა, შეძლო, ადგილობრივ ბაზარზე დაენერგა მსოფლიოს სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკა, რომელთა შორისაც backapp უნიკალურია . ვთვლით, რომ ამ პროდუქტით საქართველოში ვიწყებთ დაზღვევის ახალ ეპოქას და გვჯერა, რომ ხელს შევუწყობთ დაზღვევის კულტურის განვითარებას ქვეყანაში. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი სიკეთე ტექნოლოგიების დახმარებით და როგორ შეიძლება დავეხმაროთ თანამედროვე და წინდახედულ ადამიანებს, მიიღონ ბიზნესისგან ზუსტად ის, რაც მათ დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია Google Play და App Store-იდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42