ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების შეხვედრა თსუ სტუდენტებთან
განათლება - 12:51, 08 Jun, 2021     1781

რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება - ამ და სხვა თემაზე გაიმართა დისკუსია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შორის.

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ანიკა სოდერი და გაეროს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჯიჰან სულთანოღლუ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 53-ე რაუნდის მოსამზადებლად საქართველოს ხელისუფლების და სხვა ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდებიან, რათა მოისმინონ მოსაზრებები კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„დისკუსია მრავალ მწვავე საკითხს შეეხო. მათ შორის იმასაც, თუ როგორ შეიძლება უფრო უკეთესად გამოყენება იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც გააჩნია საერთაშორისო თანამეგობრობას იმ კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად. პრობლემა კი მრავალია ამ მიმართულებით: ბორდერიზაციის თემა, განათლებისა და ენის ხელმისაწვდომობა და ბევრი სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში იყოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი - სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მეტი ჩართულობა,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„მნიშვნელოვანია, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ იმ მწვავე საკითხებზე, რომელიც განიხილება ჟენევის მოლაპარაკებებზე. მისასალმებელია, რომ ამ რანგის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისმენენ ჩვენი სტუდენტების აზრს. შეხვედრა მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში არ გამართულა. მათ აინტერესებდათ თუ რა შენიშვნები გვაქვს ჩვენ - ახალგაზრდობას, რომელსაც უშუალოდ აწუხებს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები,“- განაცხადა თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სტუდენტმა თათა კახეთელაძემ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები განაგრძობენ შეხვედრას როგორც თბილისში, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42