ჩვენს ქვეყანაში მობილურ ტელეფონებს არამარტო ფუნქციური დატვირთვა აქვს, არამედ ზოგიერთ სიტუაციაში ის იმიჯის ნაწილიცაა. Iphone და Samsung, რომ წამყვანი და მაღალი კლასის ბრენდებია ამაზე არავინ დავობს, მათი ფლაგმანებით თავის მოწონება კი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მობილური ტელეფონის ქონა და საჭიროებისთვის გამოყენება. ამის დასტურად ისიც კი შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქართველოში ხშირია პრეცედენტი, როცა კონკრეტული მოდელის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე საკმაოდ დიდ თანხას იხდიან, იმისთვის რომ პირველები იყვნენ, ვისაც Iphone, 8,9, X თუ სხვა უახლესი მოდელი ექნებათ.
თუ Apple და Samsung-ის ფლაგმანებს არ ჩავთვლით, რომელიც მაღალფასიანი მობილური ტელეფონების სეგმენტში განიხილება, მათ შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი Xiaomi და Huawei-ა. მათი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ფუნქციურად არ ჩამოუვარდებიან წამყვან ბრენდებს, თუმცა სხვადასხვა არც თუ ისე მნიშვნელოვანი მახასიათებლის ნაკლებობის ხარჯზე, უფრო ბიუჯეტურ სეგმენტში მოიაზრებენ. პრაქტიკული თვალსაზრისით კი, წუნი ნამდვილად არ მოეძებნებათ.
თუ თქვენი მიზანი დაბალფასიანი მობილურის შეძენაა, ამ შემთხვევაში Nokia, Alcatel, Micromax, Itel, Sigma ძალიან კარგი ვარიანტია.
მობილური ტელეფონის ონლაინ შეძენა
სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თუ რომელი სეგმენტიდან უნდა აარჩიოთ მობილური ტელეფონი, უმჯობესია, ეწვიოთ ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიას Extra.ge-ს, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდის მობილურებს ხომ ნახავთ და ასევე გაეცნობით მახასიათებლებს დეტალურად.
პანდემიის პირობებში ონლაინ შოპინგი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული გზაა, მით უმეტეს, თუ საქმეს ისეთ მაღაზიასთან დაიჭერ, რომელიც შენს კომფორტზეა მორგებული.
ექსტრაზე შეგიძლია იყიდო, როგორც სრულიად ახალი მობილურები, ასევე მეორეული. კითხვების გაჩენის შემთხვევაში ექსტრას კონსულტანტი მზადაა, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო თემაზე.
რაც შეეხება ფასებს, ექსტრა ხშირად სთავაზობს მომხმარებელს ფასდაკლებებს, გარდა ამისა Mastercard-ით გადახდისას დამატებითი შეღავათები მოქმედებს. განვადების შემთხვევაში, საიტზევე პოულობ ინფორმაციას ყოველთვიური გადასახადის შესახებ. გარანტია ხომ თავისთავად მოყვება ექსტრაზე შეძენილ ტელეფონს. მიტანის სერვისიც სწრაფი და მოქნილია, არ გიწევს გულისფანცქალით ელოდო 5-7 დღე შეძენილ ნივთს, რომელთან შეხვედრაც შენთვის ასე მნიშვნელოვანია.
დიახ, ექსტრა ზრუნავს თქვენს კომფორტზე და გიმარტივებთ შეძენის პროცესს, რათა მუდამ ხელმისაწვდომი იყოს ის, რაც გულს გაგიხარებთ.
მასალის გამოყენების პირობები






