ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ მაუგლის მეთოდით მომუშავე პირი 1000 ლარით დააჯარიმა - ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სერვისის მიწოდება ხორციელდება არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის მიერ, ამასთან, არ არსებობს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული დასკვნა არსებული სერვისის სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი მიზნით გამოყენების შესახებ:
უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ ფიზიკურ პირს, რომელიც ამ მეთოდით პაციენტებს, მათ შორის არასრულწლოვნებს ე.წ. სამედიცინო მომსახურებას უწევდა, არ გააჩნია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი
"ფიზიკური პირის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჩაბარდა სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირს განესაზღვრა სანქცია 1000 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, ამ სერვისის მიწოდება ხორციელდება არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის მიერ.
ასევე არ იწარმოება სამედიცინო დოკუმენტაცია, რითიც ვერ დგინდება დაავადების ნოზოლოგიის არსებობა და გაწეული სამედიცინო დახმარების მოცულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს პირის მიერ მიწოდებული სერვისის კლინიკური შეფასება.
იმის გამო, რომ არ არსებობს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული დასკვნა არსებული სერვისის სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი მიზნით გამოყენების შესახებ, სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით მშობლებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ბავშვებთან მსგავსი ტიპის ჩარევების გამოყენების დროს". - წერს ჯანდაცვის სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები






