“სინამდვილეში, კობახიძე სულაც არ არის გიჟი…კეზერაშვილთან გახარიას ფინანსური მიბმა საკმარისი არ აღმოჩნდა, საჭიროა მისი მიბმა ყველაზე დიდ ბუა-საფრთხესთან – სააკაშვილთან” – ეკა კვესიტაძე კობახიძის განცხადებებზე
სოც.მედია - 13:33, 05 Jun, 2021     4038

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება.

ტელეწამყვანი წერს, რომ ყველა ის მესიჯი, რომლის პირველი გამხმოვანებელიც კობახიძეა, კამპანიურად ვრცელდება მთელი სამთავრობო მედია და ტროლ-ბოტი რესურსის მობილიზებით:


“სინამდვილეში, კობახიძე სულაც არ არის გიჟი. ყველა ის მესიჯი, რომლის პირველი გამხმოვანებელი ის არის, შემდეგ კამპანიურად ვრცელდება მთელი სამთავრობო მედია და ტროლ-ბოტი რესურსის მობილიზებით. ფაქტია, რომ კეზერაშვილთან გახარიას ფინანსური მიბმა საკმარისი არ აღმოჩნდა, საჭიროა მისი მიბმა ყველაზე დიდ ბუა-საფრთხესთან – სააკაშვილთან. “სააკაშვილი და რევოლუცია” არჩევნებზე ყველაზე წარმატებულად გათამაშებული კარტია, რომელსაც, რასაკვირველია, ოცნება ამ არჩევნებზეც გამოიყენებს. ან ოცნება ან რევანშით და სისხლით მობრუნებული მესამე პრეზიდენტი – ყველა კამპანია ივანიშვილს ამ თარგზე ჰქონდა აწყობილი. ამ თარგს ახლა გახარია ურევს, რომლის დღევანდელი რეიტინგი, ფაქტია, ძალიან ანერვიულებს ოცნებას. ამიტომ საჭიროა მისი დემონიზება სააკაშვილთან მიბმით და პოლარიზაციის შენარჩუნება. ნახეთ როგორ კარგად გაშლის ამ ბოდვას “იმედის კვირის” კომიკური წამყანი, შემდეგ პოსტ-ტვ და შემდეგ ყველა სხვა დანარჩენი წვრილფეხა მედია. ამ ყველაფრიდან კი ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – გახარია ძალიან საშიშია ოცნებისთვის, რომელსაც 43 პროცენტის აღება ადგილობრივ არჩევნებზე სასიცოცხლოდ სჭირდება. მისი ბედი სწორედ ამ არჩევნებზე წყდება. დანარჩენი იხ. Beka Kobakhidze -ის სტატუსში” – წერს კვესიტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42