არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორის ანა არგანაშვილის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ვიდოები ვრცელდება და ყველა მათგანში ხდება ბავშვზე ძალადობა. არგანაშვილის განმარტებით, ბავშები ტირიან და არიან უმძმეს მდგომარეობაში:
"ამ წუთებში ვრცელდება ვიდეოები ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან და ყველა ვიდეოში ხდება ბავშვებზე ძალადობა: ბავშვებს ეკითხებიან გინდა თუ არა აქედან წასვლა, ბავშვები ტირიან და არიან უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.
ბავშვების პერსონალური მონაცემები ირღვევა, ყველა კანონი ირღვევა. სად არის სახელმწიფო ამ დროს?
თქვენ ბავშვები სათამაშოები გგონიათ?
ბავშვებს აპირისპირებენ სოციალურ მუშაკებს და მშობელს და ატირებენ, ეს არის არაადამიანური მოპყრობა" - წერს არგანაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






