კაცობრიობის ათვლით დღე 86000 წამის, ანუ 24 საათისგან შედეგება - ეს არის დრო, რასაც ჩვენი პლანეტა თავისი ღერძის გარშემო ერთ ბრუნს ანდომებს. თუმცა, დედამიწა თანაბრად არ ბრუნავს, როგორც წესი ის უფრო და უფრო ნელა ბრუნავს და ასი წლის მანძილზე დღის ხანგრძლივობა 1,8 მილიწამით იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 600 მილიონი წლის წინ დღეღამეში 21 საათი იყო.
დღის ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მათ შორის მთვარისა და მზის მიმოქცევის ეფექტზე, დედამიწის ბირთვისა და მანტიის ურთიერთქმედებაზე, სეისმურ აქტივობაზე, ყინულის ფართობზსა და დედამიწის მაგნიტური ველის სიდიდეზე და ა.შ.
Science Focus-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 2020 წელს მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს - დედამიწამ უფრო სწრაფად ბრუნვა დაიწყო. მათი გამოთვლებით, გასულ წელს ის უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე გასული 50 წლის განმავლობაში, იმ დროიდან, რაც ამ საკითხზე დაკვირვება ხორციელდება.
მეცნიერები, ჯერჯერობით, ვერ ასახელებენ იმ კონკრეტულ მიზეზებს, რამაც ეს აჩქარება გამოიწვია - ყინულის საფარის შემცირებამ, ჩრდილოეტ ნახევარსფეროში წყლის ზედაპირის ფართობის გაზრდამ, თუ ეს სხვა, ჩვენგან დამოუკიდებელი მოზეზის ბრალია, მაგრამ ისინი ვარაუდობენ, რომ ეს დროებითი ეფექტია და დედამიწა კვლავ შენელდება.
არის თუ არა ეს სახიფათო კაცობრიობისთვის? არა, ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა, შეიძლება, პრობლემები შეუქმნას GPS თანამგზავრებს, სმარტფონებს, კომპიუტერებს, კავშირგაბმულობის ხელსაწყოებს, რომლებიც ქრონომეტრაჟის სუპერზუსტ მონაცემებს ეყრდნობიან, თუმცა არც ესაა გადაუჭრელი პრობლემა - უბრალოდ გამოაკლებ დამატებულ წამს, მიმატების ნაცვლად.
თუმცა, თუ ეს აჩქარება მართლაც ადამიანის ეკოსისტემაზე ზემოქმედების ბრალია, ეს უკვე სხვა საკითხია.
მასალის გამოყენების პირობები






