ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ როდესაც დღეს საუბარია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შესაძლო გაუპატიურების ფაქტები მოხდა, ეს დაღს დაასვამს იქ მყოფ ბავშვებს, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ამ დაწესებულებას დატოვებენ.
"მაინტერესებს, რას ფიქრობს ომბუდსმენი, ეს არ არის ბავშვთა უფლებების დარღვევა? როდესაც შესაძლო გაუპატიურებაზე ვსაუბრობთ, იქიდან რომ გამოვლენ ის ბავშვები, დაღდასმულები იქნებიან... იმის გამო, რომ შესაძლო გაუპატიურების მცდელობის დაწესებულებაში იზრდებოდნენ, ამ ბავშვებს არ უნდა გავუფრთხილდეთ?
თუკი 2016 წლიდან თუ ეჭვია, რომ ამ პანსიონში ვინმე გააუპატიურეს, 2021 წლამდე ამისთანა რა გამოძიება მიმდინარეობს. დაადგინონ, დაადონ დამნაშავეს ხელი და დასაჯონ, რაც სახელმწიფო პირდაპირი ვალდებულებაა,"- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "ღამის კურიერში".
მასალის გამოყენების პირობები






