"ხელი გადმოწია და მუხლზე ამისვა, შემეძლო..." - 18 წლის გოგონა ტაქსის მძღოლს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 23:57, 02 Jun, 2021     1868

18 წლის გოგონა, მარიამ ბიგიაშვილი ტაქსის მძღოლს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

გოგონას ტქმით, მგზავრობისას მძღოლი უცნობი გზით მიდიოდა და მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მომხდარზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ 47 წლის კაცი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა. საქმის მასალებში დევს აუდიო ჩანაწერიც, რომელიც მარიამ ბიგიაშვილმა მგზავრობისას ჩაიწერა.

დაზარალებული გოგონა ამბობს, რომ ტაქსის მძღოლი მას ფიზიკურადაც შეეხო.

"შემეშინდა იმიტომ, რომ მარტო, ღამის საათებში ვმგზავრობდი ტაქსით და ტაქსის მძღოლი ჩემი სხეულის ფორმებზე ძალიან ცუდად აპელირებდა. მომთხოვდა ჩემი ფეისბუქის და ინსტაგრამის კონტაქტები... ხელი გადმოწია და მუხლზე ამისვა, შემეძლო, რომ თავდაცვის კუთხით რაიმე ქმედება განმეხორციელებინა, მაგრამ იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ ვერც ვსაუბრობდი და მთლიანად სხეული მქონდა გაშეშებული", - ამბობს მარიამ ბიგიაშვილი.

საფარის იურისტის, თამთა ლუკავას თქმით, ახალგაზრდა ქალს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. ამასთან, არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულმა სასამართლოს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს.

"მას ესაჭიროება ფსიქოლოგის დახმარება. ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ მორალური ზიანის ანაზღაურებაც", - ამბობს იურისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42