დაიჩოქოს, ხელები დაიდოს თავზე და დერეფანში ჩოქვით გაიაროს, გააკეთოს 100 მეტანია და არ ჭამოს – როგორ სჯიან ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონში
საზოგადოება - 23:54, 02 Jun, 2021     1544

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დირექტორის, ანა განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის ანგარიშში საუბარი იყო ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასჯის სასტიკ მეთოდებზე, რომელიც მტკიცებულებების სახით პირველ ინსტანციაში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ ამ ყველაფერში საფრთხე ვერ დაინახა:

„სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში იყო ისეთი ჩანაწერი, რომელიც რომ ყოფილიყო რომელიმე ციხეზე, აქ დიდი სკანდალი მოხდებოდა. მაგალითად, ანგარიშში წერია: ბავშვი რამეს რომ დააშავებს, მას უბრძანებენ ხელები დაიდოს თავზე, მუხლებზე დაიჩოქოს და დერეფანში მუხლებზე ჩოქვით გაიაროს. ასევე, დასჯის მეთოდია 100 მეტანია, ბავშვისთვის საჭმლის აკრძალვა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდა-განვითარების შეფერხება. ეს ყველაფერი შესული იყო იმ მტკიცებულებებში, რაზეც პირველმა ინსტანციამ საფრთხე ვერ დაინახა. ახლა კი აპელაციას ველოდებით. დავა, რომელსაც ადგილობრივ სასამართლოებში დავიწყეთ, ეხება იმას, რომ ბავშვებისთვის ასეთი დაწესებულებები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს“, – აცხადებს ანა არგანაშვილი.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონატში ზუსტად 53 ბავშვი ირიცხება. 6-მა არასრულწლოვანმა კი პანსიონატის გამოცვლა მოითხოვა.

„ნინოწმინდის პანსიონატში ამ წუთას ზუსტად 53 ბავშვი ირიცხება. ზრუნვის ფორმის შეცვლა, ანუ დაწესებულების გამოცვლის სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა მოითხოვა.

რატომ გადაწყვიტეს პანსიონატის დატოვება? – მათ მოითხოვეს ქალაქთან ახლოს გადმოგვეყვანა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – თქვა მერი მაღლაფერიძემ რუსთავი2-ის ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42