ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი ირაკლი მუკბანიანი პატიმრობაში დატოვა.
შსს მუკბანიანს 29 მაისს, აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.
დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.
შს სამინისტროს მტკიცებით, სოფელ საყულიეში ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებისას პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა.
უწყებამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც თვითმხილველებმა თქვეს, რომ სპეცრაზმმა მუკბანიანის დაკავებისას მათი მიმართულებით გაუფრთხილებლად ისროლა.
მათივე თქმით, ერთი პირი რეზინის ტყვიით, მეორე კი ცეცხლსასროლი ტყვიით დაიჭრა. უწყება თავის განცხადებაში არ აღნიშნავს, რამდენი ადამიანი დაშავდა, ან დაიჭრა სპეცოპერაციის დროს და წერს, რომ გამოიყენეს "სპეციალური საშუალებები".
მასალის გამოყენების პირობები