ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან არასრულწლოვნების გამოსაყვანად ყველანაირ სამართლებრივ და პოლიტიკურ გზებს გამოიყენებს და სასამართლოებში დავას დაიწყებს.
"ჩვენ იმისათვის, რომ ბავშვები თავშესაფარში არ დარჩნენ, ვეცდებით გამოვიყენოთ სამართლებრივი თუ პოლიტიკური გზები. ამას, პირველ რიგში, გავაკეთებთ ადგილობრივ სასამართლოებში დავით, რომელიც დაწყებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში. საქმე აპელაციის სასამართლოშია, საიდანაც მოგვივიდა თხოვნა, რომ ჩვენი მოსაზრება წარვადგინოთ ამ საქმეზე.
ჩვენ არ შეგვიძლია რომ ვიყოთ მოსარჩელე, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ვიქნებით მესამე მხარე. მივმართეთ გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტს წერილი, რომ მესამე მხარედ ჩაგვრთოს და შევძლოთ გაეროს წინაშე ჩვენი ინფორმაცია წარვადგინოთ".- ამბობს ომბუდსმენი რუსთავი 2-ის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






