მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძემ მის გარშემო არსებულ სკანდალზე, დაპირისპირებაზე, ჭორებსა და კრიტიკაზე გადაცემა "ვიზიტორში" ისაუბრა და კრიტიკოსებს უპასუხა:
"ყველამ მინდა იცოდეს, რომ ყველაფერს ვკითხულობ, რასაც ჩემზე წერენ, მაგრამ არასდროს ვპასუხობ და არც ვუპასუხებ. მე მიყვარს ჩემი საქმით დარწმუნება. გინდა ამბიციური დამიძახეთ, გინდა არაამბიციური.
არ დამთავრდა 30 წელიწადი – „და თვითონ რატომ ვერ მღერისო?… აბა შემეჯიბროს“… რა უნდა შევეჯიბრო. ერთადერთი „ბრავოში” დაჩოქილმა დუტამ მთხოვა, შარჟის დონეზე რაღაც გამეკეთებინა… ნოდარ ანდღულაძე მეტყოდა ხოლმე, მარინა მოყოლით აუხსენი როგორ იმღერონ. ეს კარგად გამოსდიოდა ნოდარს და მეც ძალიან კარგად მასწავლა… არ მითქვამს, რომ ვმღერი, არც ის მითქვამს, რომ ახალგაზრდა ვარ. ალბათ მოწყინდებათ, ჯერჯერობით არ სწყინდებათ. ყველაზე შეურაცხმყოფელია, რომ ამბობენ, „არ მღერის და თუ მღერის ცუდად და როგორ უნდა შეაფასოს სხვაო“ – აი ეს მაგიჟებს”, – განაცხადა მარინა ბერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები