მომღერალი რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქალბატონი, რომელსაც არ იცნობს, "ფეისბუქზე” უკაშირდება და გამუდმებით ლანძღავს.
როგორც მუმლაძე წერს , მაგდა მაკაძე მას უნიჭოსა და მახინჯს უწოდებს.
"ხალხი არ ხართ? მითხრას ვინმემ ამ ქალს ხომ არ იცნობს? ცხოვრებაში თვალით არ მინახავს. აქ ვნახე და ნეტა არ მენახა…
რა ჭირი არ მომიშორებია ცხოვრებაში, ეს დედაკაცი ვერ მოვიშორე…MAGDA MAKADZE-ა.
მახინჯი ხარ და უნიჭო-ვო მწერს დღე და ღამე ყველგან… შენნაირად მეც ვმღერი სახლშიო… ან რას გავხარო…დედა, რაღა ვქნა, სად გადავარდე?!
ყველგან, თუ რაიმე გვერდი, ხვრელი და არხი არსებობს სოციალურ სივრცეში, ყველგან შემოძვრა. კი ბატონო დავბლოკე.
ისღა დარჩენია, სახლში მომაკითხოს.
ნუუ, ფაქტია სულიერად ავადმყოფია! იქნებ ვინმე იცნობთ?!
სიამოვნებას მანიჭებს სხვებზე ზრუნვა და მივაბარებდი სამკურნალოდ. ღმერთი სიკეთით დამიბრუნებდა! ვახ…”, – წერს რუსუდან მუმლაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, რუსუდან მუმლაძემ ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი ქმრის ყოფილი მეუღლე, მარინა ბერიძე მას ბლოკავს და ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები