სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი საქმე აღიძრა. მისი თქმით, გამოძება მაშინ დაიწყო, როდესაც ბენეფიციარებმა პანსიონის დატოვების შემდეგ სამართალდამცველებს მიმართეს:
"ბოლო წლების განმავლობაში არის არა ერთი გამოძიება დაწყებული ძალადობის მუხლების საფუძველზე, ეს არის საკმაოდ მძიმე მუხლები ამ პანსიონის ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობაზე. ასევე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს გამოძიებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ბენეფიციარებმა დატოვეს დაწესებულება და შემდგომ მიმართეს უკვე სამართალდამცველებს. ეს კიდევ არის დასტური იმისა, რომ იქ ყოფნის პერიოდში ბავშვებს არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე შეატყობინონ შესაბამის უწყებებს, ვინაიდან არიან სრულიად იზოლირებულები", - განაცხადა ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






