კოსმოსური ნარჩენის ნაწილმა, რომლის მონიტორინგიც მისი სიმცირის შეუძლებელი იყო, კოსმოსური სადგურის ნაწილი დააზიანა, კერძოდ, რობოტული მკლავი Canadarm2.
დაზიანება პირველად 12 მაისს რუტინული შემოწმებისას შენიშნეს. NASA-მ და კანადის კოსმოსურმა სააგენტომ (CSA) ერთობლივი მუშაობით ფოტოები გადაიღეს და ზიანი შეაფასეს.
შეჯახების მიუხედავად, ჩატარებული ანალიზის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ რობოტული მკლავის მუშაობა არ შეფერხებულა. ზიანი მკლავის მხოლოდ მცირე ნაწილს მიადგა. Candaram2 დაგეგმილ ოპერაციებს ჩვეულებისამებრ აგრძელებს. ინსტრუმენტი კვლავ მუშაობს, მაგრამ ობიექტმა თერმული საფარი გაარღვია და მის ქვეშ მდებარე ხარიხა დააზიანა.
ცნობილია, რომ დედამიწის ქვედა ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ნაგავი კოსმოსურ აპარატებს დიდ საფრთეს უქმნის. კოსმოსური სააგენტოები 23 000-ზე მეტი ნარჩენის კონტროლს ახორციელებენ, თუმცა, ზოგიერთი ნაწილი ჩოგბურთის ბურთის ზომაზე მცირეა და მათი მონიტორინგი შეუძლებელია. როდესაც ასეთი მცირე ნივთები მაღალი სიჩქარით მოძრაობს, მათ მეტალის გახვრეტაც კი ძალუძთ.
მასალის გამოყენების პირობები






