სახელმწიფო უწყებები შუქრუთის მოსახლეობის პრობლემებსა და მოთხოვნებს სრულიად უგულებელყოფენ - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"
საზოგადოება - 14:45, 01 Jun, 2021     1133

არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" შუქურეთის მაცხოვრებლების პროტესტს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მიმართვაში ორგანიზაცია ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს:

"ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტმა, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია გრძელდება, თბილისში გადმოინაცვლა. პროტესტის მონაწილეები “ჯორჯიან მანგანეზის” მოპოვებითი საქმიანობის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსაციის სამართლიანი სტანდარტის განსაზღვრას მოითხოვენ, რისთვისაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ - მოსახლეობის ნაწილს, მათ შორის ქალებს, პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობას აგრძელებს.

მას შემდეგ, რაც შუქრუთის მოსახლეობამ განაცხადა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა, ცხადი გახდა, რომ შექმნილ კრიზისი ქონებისთვის მიყენებული ზიანის ერთჯერადი, ფრაგმენტული შეფასებითს ან ანაზღაურებით არ ამოიწურება. შუქრუთის მოსახლეობა წლებია მზარდი და უკონტროლო საფრთხის ქვეშ და უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომპანიის მიერ მიყენებული ზიანი ვლინდება არა მხოლოდ მათ ფიზიკურ საფრთხეში, არამედ გაცილებით ფართოა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს ფუნდამენტურ გარდაქმნას, მათი შემოსავლის წყაროს დაკარგვას და სხვა უმწვავეს საკითხებს უკავშირდება.

შუქრუთის მოსახლეობა მიყენებული ზიანის კომპენსაციის იმგვარი სტანდარტის განსაზღვრას ითხოვს, რომელიც მოპოვების არეალში მოქცეული მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის პრინციპს დაეფუძნება. Ამგვარი სტანდარტი სახელმწიფოს და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და, რაც მთავარია, დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს. Ადგილობრივები კი ამ ეტაპზე მიუთითებენ, რომ კომპენსირებისთვის განსაზღვურლი ახალი სტანდარტი უნდა მოიცავდეს სამოსახლოს შენარჩუნების შესაძლებლობას, ჯანსაღ და ღირსეულ გარემოში ცხოვრების უფლების აღდეგენას და კომპენსაციის გაცემის დაზარალებულისთვის მისაღებ გრაფიკს.

მოპოვების შეთანხმებული გეგმის და განსახლების ეროვნული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მექანიზმის არარსებობის პირობებში, კომპანია უხეშად არღვევს ადამიანის უფლებას სათანადო საცხოვრებელ გარემოზე და სურს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ უმოკლეს ვადაში დათმოს საკუთარი სახლ-კარი. Მეორე მხრივ, არასათანადოდ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, კომპანია ასევე ავალდებულებს მოსახლეობას, სამომავლოდ ყველა ტიპის პროტესტის გამოხატვასა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების გამოყენებაზე თქვან უარი, რათა მომავალში კომპანიას მოპოვებითი საქმიანობის შეუზღუდავი გავრცობის გარანტია ჰქონდეს.

ამ დრომდე სახელმწიფო უწყებები შუქრუთის მოსახლეობის პრობლემებს და მოთხოვნებს სრულიად უგულებელყოფენ, რის გამოც პროტესტმა 30 ივნისს უცხო ქვეყნის - აშშ-ის სააელჩოსთან, გადმოინაცვლა, ეროვნულ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელების მოტივით. Ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ამოსილუტრად არ მონაწილეობენ მხარეთა მოლაპარაკებებში, არ რეაგირებენ მოსახლეობის მხრიდან მოლაპარაკებების დახურვის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე და არ დგამენ ქმედით ნაბიჯებს მოსახლეობის კომპენსირებისთვის საჭირო ახალი მონაწილეობითი და გამჭვირვალე მექანიზმის შესაქმნელად.

ადგილობრივები საუბრობენ იმაზეც, რომ კომპანიის უკანონო ქმედებები, დიდწილად, ხელისუფლების მიერაც მხარდაჭერილია. მოსახლეობის დაშინების და კომპანიის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ჩახშობის მიზნით სახელმწიფო რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. Შესაბამისად, სახელმწიფო, არა მხოლოდ არ რეაგირებს ადგილობრივების და გარემოსთვის მიყენებული უმძიმესი ზიანის გამო “ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობის დასაყენებლად, არამედ, მეტიც, მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების შელახვით, მათი სამართლიანი პროტესტის ჩახშობას ცდილობს მათ შორის საპროტესტო კარვის გაშლის ხელშეშლის გზით.

შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში მანგანუმს 15 წელია მოიპოვებს და ამ დროის განმავლობაში კომპანიის საქმიანობის შედეგად, საცხოვრებელ და ბუნებრივ გარემოს შეუქცევადი ზიანი ადგება. არასათანადო რეგულირებისა და სალიცენზიო პირობების შესრულების არასაკმარისი მონიტორინგის შედეგად, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები ჭიათურაში ისეთ მასშტაბს აღწევს, რომ ეჭვქვეშ დგება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლება იცხოვრონ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში. Მოცემულ საფრთხეებს კიდევ უფრო ამწვავებს ისიც, რომ „ჯორჯიან მანგანეზი” მოპოვების ახალ, სოფლებისთვის ხშირად უფრო საფრთხისშემცველ და დამაზიანებელ პრაქტიკებს იყენებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ სოციალურ და ეკოლოგიურ კრიზისს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე კრიზისის დასაძლევად წიაღსეულის მოპოვებითი საქმიანობის ლიცენზირებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კოტროლისა და მუდმივი ზედამხედველობის განხორციელება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამასთან, სახელმწიფომ ადგილობრივ ბუნებრივ თუ სოციალურ გარემოზე კომპანიის საქმიანობის შედეგად მიყენებული შეუქცევადი ზიანის განსაზღვრისა და მოსახლეობისთვის სამართლიანი კომპენსაციის ოდენობის დასადგენად, დაჩქარებულად უნდა შეიმუშავოს ზიანის ანაზღაურების საკანონმდებლო სტანდარტი, რომელიც ფართოდ შეეხება მუნციპალიტეტის მთელს მოსახლეობას და იქნება ქმედითი მექანიზმი სრული მოსახლეობის სამართლიანი კომპენსირებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ პროტესტში ჩართული მოსახლეობა და კომპანია ვერ ახერხებენ სამართლიანი და სათანადო კომპენსირების რეჟიმებზე და წესზე შეთანხმებას და რამდენადაც არსებული პრობლემა არა ინდივიდუალურ შინამეურნეობას არამეთ მთელი სოფლის საჭიროებებს ეხება და ცალსახად სისტემური ხასიათი აქვს, მოვუწოდებთ:

Საქართველოს მთავრობას:

  • დაუყოვნებლივ შეიმუშავოს გამჭვირვალე და მონაწილეობითი მექანიზმი რაც შესაძლებელს გახდის “ჯორჯიან მანგანეზის” მხრიდან დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნების სრულ და სამართლიან დაკმაყოფილებას.

  • უზრუნველყოს მოპოვებითი საქმიანობით დაზარალებული ოჯახების კომპენსირების სათანადო და სამართლიანი სტანდარტის დადგენა, რაც “ჯორჯიან მანგანეზს” საქმიანობის სრულ არეალზე გავრცელდება.

  • შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ინსპექტირების გზით ბუნებრივსა თუ სოციალურ გარემოზე კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის დაუყოვნებლივი აღრიცხვა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა.


სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობის სამართლიან ბრძოლას და განაგრძობს საკითხის შესწავლას მოსახლეობის წუხილების საჯარო პოლიტიკურ ველში მკაფიოდ გაჟღერებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42