ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის – გიორგი გახარიას ჟურნალისტებთან გუშინდელ შეხვედრას ეხმაურება. ბოჭორიშვილი ექსპრემიერს დასვენებას ურჩევს.
„ვუსმენ გიორგი გახარიას … არა, ვიტყუები ვერც ვუსმენ … ვკითხულობ მის კომენტარებს და კვლავ ამ კითხვის დასმა მინდა… გთხოვთ გამახსენოთ/ შემახსენოთ ერთი განხორციელებული პროექტი, მოზიდული ინვესტიცია, ინიციატივა … ან უბრალოდ იდეა, რომელიც ეკუთვნის, აწ უკვე ყოფილ ეკონომიკის მინისტრს/შსს მინისტრს/ და ბოლოს პრემიემინისტრს 8 წლის განმავლობაში… ცოტა დრო არ არის.
გაჩერებული/შეჩერებული პროექტების სია ბევრია…. არქივი არსებობს… ანაკლიის პორტი, ,,აწარმოე საქართველოში” პროგრამის ახალი კომპონენტები, მათ შორის ,,გადაიღე საქართველოში” ორ წლიანი რედიზაინი ანუ იგივე გაჩერება, ბიზნესსახლი (არა, გიორგი, ეს იდეა თქვენი არ იყო, თუმცა თქვენ ნამდვილად გააჩერეთ), არსებულ ინვესტორებთან მილიონობით გადაუჭრელი საკითხი და შეჩერებული ინვესტიციები (კარგად ჩანს FDI სტატისტიკაში, არათუ ახალი ინვესტორი არ გვყავს, რაოდენობრივად თითქმის განახევრდა უცხოური ინვესტიციები საქართველოში), საზღვრიდან გაბრუნებული ტურისტები, გაჩერებული პრივატიზაცია, მთლიანად ქვეყნის ჩაკეტვა- პანდემიის მართვის სახელით … რეფორმებზე არც მაქვს საუბარი…ცოტა ხნის წინ ვისურვე “from reformer to performer, let us have both in this decade” – თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყნის განვითარება … ამისთვის ყველაფრი გააკეთეთ. ჯობია დაისვენოთ აწი!- წერს ქეთი ბოჭორიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები