საქართველოში კორონავირუსის სამხრეთ-აფრიული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.
"საქართველოს მოქალაქეა მოგზაურობის ისტორიით დუბაიში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. ოჯახის კონტაქტები გამოკვლეულია და ყველა უარყოფითია. დროზე მოხდა იზოლირება", - აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, ეს შტამი გასული წლის სექტემბერში აღმოაჩინეს სამხრეთ-აფრიკის ერთ-ერთ რესპუბლიკაში. ის განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკულ ქვეყნებში, მაგრამ არის ასევე აშშ-ში და ევროპის ზოგ ქვეყნებში.
"ვიცით ასევე ისიც, რომ ის ერთნაირად აზიანებს ბავშვებს, როგორც მოზრდილებს და მეტი სიმწვავით ხასიათდება", - თქვა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






