რე|ბანკის პარტნიორებს დღეიდან უკვე ზუმერიც შეემატა. საქართველოს მასშტაბით ზუმერის მაღაზიათა ქსელში და ვებ გვერდზე zoommer.ge რე|ბანკის შოპინგ ბარათით, ტოპ|ქარით 6-თვიანი, სრულიად უპროცენტო (ეფექტური 0%-იანი) განვადებით შეძლებთ ნებისმიერი ნივთის შეძენას. შენაძენის ღირებულებას არც ერთი თეთრი არ დაემატება, თუკი მას ზუსტად 6 თვეში დაფარავთ. ასე რომ, გადაიხადეთ ტოპ|ქარდით რამდენჯერაც გინდათ და გაანაწილეთ ხარჯები მომდევნო თვეებზე.
ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად https://rbnk.ge/App ან ზუმერის მაღაზიებში: თბილისში - საბურთალოს სითი მოლში, ასევე ბათუმში - ბლექ სი მოლში.
ტოპ|ქარდის ასაღებად შეგიძლიათ, ასევე, ეწვიოთ რე|ბანკის ფილიალებს https://rbnk.ge/Branches ან დაუკავშირდეთ კონტაქტ ცენტრს +995 32 222 25 25.
რა არის ტოპ|ქარდი?
ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ხარჯებს ანაწილებს რეკომენდებულ ვადებზე, ისე რომ ერთ თეთრსაც არ იხდის ზედმეტს. ზუმერის ქსელში და ვებ გვერდზე უპროცენტო განვადების ვადა არის 6 თვე.
ტოპ|ქარდზე განვადების ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ გიმტკიცდებათ მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად შეგიძლიათ, ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება არ გიწევთ.
რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებ გვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
მასალის გამოყენების პირობები