"ვნახე, ამაზე ქილიკი და დაცინვები იყო, მაგრამ..." - C ჰეპატიტის შემდეგ სიმსივნე, ირაკლი იმნაიშვილი მძიმე სენზე პირველად საუბრობს
საზოგადოება - 10:28, 01 Jun, 2021     1632

„რუსთავი 2“-ის ა დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე საუბრობს.

ირაკლის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი იყო, მას 2006 წელს C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს.

„მაშინ ეს დაავადება უცნობი იყო. ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, რომ C ჰეპატიტის სირთულის გამო მაქვს დარჩენილი 3-დან 6 თვემდე. მძიმე მოსასმენი იყო. მერე მივედით ელზა ვაშაკიძესთან და მისი პასუხი იყო, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ მართვადი. მაქვს ეჭვი, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში დავინფიცირდი.

ავადმყოფობის სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ სიმპტომი არ გაქვს. რომ არ დაწყებულიყო რუტინული კვლევა, C ჰეპატიტი განაგრძობდა განვითარებას.

52 ნემსი გავიკეთე, 1 წელი გაგრძელდა. ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები ჰქონდა. ნემსს მოჰყვებოდა თავისი ანოტაცია. იწვევს მძიმე ქიმიურ დეპრესიას, რასაც მოსდევს თვითმკვლელობის მცდელობები, ხოლო შემდეგ აბზაცში წერია, რომ იყო თვითმკვლელობის ფაქტები.

ჩავთვალე, რომ მე არ უნდა გამომეყენებინა ანტიდეპრესანტები, რასაც მოჰყვა უმძიმესი ქიმიური დეპრესია, ამ სიმძიმეს თან დაერთო, რომ მე ჩემი ადგილის დამკვიდრებას ვცდილობდი ლონდონში, ერთ-ერთი მედიაკომპანიაში.

ლონდონში ცხოვრობს ელისაბედ ჩაჩხიანი, რომელმაც შეგვიფარა. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ეს ყველაფერი. საუკეთესო სოკოს სუპს აკეთებდა, გემო მქონდა დაკარგული, მახსოვდა მისი გემო. ამ წვნიანის ჭამის დროს ვნახე, როგორ დამეწყო თმის ცვენა. სხვები უფრო ისტრესებოდნენ, ვიდრე მე. 52 ნემსით მკურნალობა დასრულდა 0 შედეგით. მიხარია, რომ იმ პრეპარატით მკურნალობა, რომელიც დღეს საქართველოშია შემოსული, საუკეთესოა, რაც კი მსოფლიოში არსებობს,”- აცხადებს იმნაიშვილი.

ირაკლი ასევე იხსენებს 2019 წელს, როდესაც მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

„უკან სიბრძნის კბილთან მეგონა, რომ კანი მქონდა გაღიზიანებული. მე და ნათია ჩავფრინდით ვენაში, განცდა, მაქვს, რომ C ჰეპატიტი მორჩა და ცუდი აღარაფერი მოხდება ჩემს ცხოვრებაში. ექიმმა შემოწმების შემდეგ დარეკა და საოპერაციო დაჯავშნა. დაკიდა ყურმილი და თქვა, რომ ეს არის სიმსივნური წარმონაქმნი და ეს მანდ არ უნდა იყოსო. ვინაიდან ეს მანდ არის, უნდა ამოვკვეთოთო. ვხვდებოდი, რომ ეს სიზმარი არ იყო. მითხრეს, რომ შესაძლოა მეტყველების პრობლემა დაეტოვებინა. მე დავიწყე ფიქრი და პირველი ისევ დედაჩემი შემეცოდა. გავურბოდი კვლავ ამ ოპერაციას. ქირურგს მივწერე. მან 15 წუთში მომწერა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ.

დილით მივედი და ჩატარდა ოპერაცია. მხოლოდ ის დამიტოვა ზოგჯერ, როცა ხანგრძლივი გადაცემა მიმყავს და სწრაფად არის აზრი ჩამოსაყალიბებელი, პირის აპარატი არ მომყვება და არის არაბუნებრივი პაუზები. ვნახე, ამაზე ქილიკი და დაცინვები იყო, მაგრამ ეს არის ერთადერთი და არაფერი საწუწუნო არ მაქვს“, – აცხადებს ირაკლი იმნაიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42