თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიას გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება მასზე და მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას, რომლის გამოც პოლიციამ სამი პირი დააკავა.
ჟურნალისტმა მოსამართლეს თავდასხმის დეტალებსა და გარემოებებზე მისცა ჩვენება. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პირადი შურისძიება არ ამოძრავებს და საქმეზე სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს:
"ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს. მიუხედეავდ იმისა, რომ ჩემზე, ჩემს ოჯახზე მოხდა ეს თავდასხმა, პირადი შურისძიება არ მამოძრავებს. მაგრამ სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს. მოსამართლის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი, სასჯელის ზომას მოსამართლე განსაზღვრავს, პროცესზე დეტალურად აღვწერე, რაც მოხდა" - განაცხადა სანაიამ.
შეგახსენებთ, ვახო სანაიას სამი პირი თავს 25 თებერვალს დაესხა, მაშნ როცა ის ავტომობილით ოჯახთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაადგილდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები