გეგი ქელბაქიანი – ინფრასტრუქტურის მშენებლობა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს უნდა აუმჯობესებდეს
საზოგადოება - 12:39, 31 May, 2021     2045

პანდემიის პერიოდში თითქმის ნულამდე დავიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში. თუმცა, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, პოსტპანდემიური პერიოდის ტურისტული ბუმისთვის მზადებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საბიუჯეტო ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ პროექტების რეალიზაცია ლოქდაუნის პერიოდშიც არ შეჩერებულა.

არახალია, რომ ტურიზმისთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომლის განვითარებაც ინტენსიურად მიმდინარეობს, აეროპორტების გაფართოება, მათ შორის, ქუთაისის ჰაბის შექმნა და სხვ. ასევე, ბოლო პერიოდში დაიწყო ისეთი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა რეგიონებში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების, შიდა გზების მოწესრიგება.

კომპანია „ენსისის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის გეგი ქელბაქიანის თქმით, ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონებში ტურიზმის განვითარებისთვის.

„ასევე, აუცილებელია, გაიზარდოს ინვესტიციები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღსადგენად და დაცული ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტურქტურის განვითარებისთვის, რაც მიზიდულობის ახალ წერტილებს შექმნის“, – მიიჩნევს გეგი ქელბაქიანი.

„ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხოვრების ხარისხის (Quality of Life) გაუმჯობესებაში. შესაბამისად, თითოეული ახალი სკოლა, ხიდი, ესტაკადა თუ სარეკრეაციო ზონის მშენებლობა გავლენას ათასობით მაცხოვრებლის ყოფაზე ახდენს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, „ენსისი“–ს მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები, როგორებიცაა მზიურის პარკი, დედაენის ბაღი, დუშეთის ცენტრალური პარკი, რომლებიც მუდმივად სავსეა დამსვენებლებით და მათი განსხვავებული ცხოვრების ხარისხს, სტილს განაპირობებს. ამავე დროს, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამა თუ იმ ობიექტს, თუკი ის მანამდე არსებობდა და თავისი ისტორიის მატარებელია, არ დავუკარგოთ ავთენტურობა და ადამიანებმა სწორედ მათი საყვარელი ადგილის განახლებული სიცოცხლით მიიღონ სიამოვნება“, – აცხადებს გეგი ქელბაქიანი.

მისივე თქმით, რაც შეეხება ახალ პროექტებს, იქ ფუნქციონალია უმთავრესი, თუმცა სტანდარტი აქაც განმსაზღვრელია. ამის ერთ-ერთ მაგალითად, გეგი ქელბაქიანი ვაშლიჯვრის ესტაკადას ასახელებს, რომელმაც მნიშვნელოვნად განტვირთა მოძრაობა.

„ე.წ. Quality of Life არის ევროპული მიდგომა. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად განვითარებული საბანკო სისტემა, ტელეკომუნიკაციები და სხვა, აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად კიდევ უფრო მეტად გვქონდეს განვითარებული ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ტრანსპორტი, ველობილიკები და სხვა. „ენსისი“–ს ყველა პროექტი სწორედ ამ მიდგომას ითვალისწინებს და ორიენტირებულია მომხმარებელზე, მათი ცხოვრების ხარისხისა და სტილის გაუმჯობესებაზე. ამას უზრუნველვჰყოფთ ხარისხიანი მშენებლობითა და ინფრასტრუქტურით, თანამედროვე მასალების, შესაბამისი მიდგომების და გადაწყვეტების დანერგვით. სწორედ ამ მიდგომებით ვაკეთებთ პარკებს, შენობებს, ვაგებთ გზებსა და ხიდებს, ვაშენებთ გვირაბებს და ა.შ. „ენსისი“–ს რთული და კომპლექსური პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს და ხარისხი ყოველთვის მისი მთავარი ნიშანია. ეს ყველაფერი კი ჩვენი, ამ გარემოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული“, – ამბობს გეგი ქელბაქიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42