მცხეთაში "პომპეუსის ხიდი“ გამოჩნდა (ვიდეო)
ეს საინტერესოა - 10:49, 30 May, 2021     3314

"პომპეუსის ხიდი", რომელსაც "მოგვთა ხიდსაც" ეძახიან, მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე დღეს არსებული და მოქმედი გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს და დაფარულია მდინარის მიერ. ის ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა მტკვრის დონე დაიწევს.

ხიდი 1926 წელს დაიფარა წყლით, მას შემდეგ, რაც ზაჰესის ელექტროსადგურის ჯებირები აიგო. ხიდი მხოლოდ მაშინ ჩნდება ხოლმე, როდესაც მტკვრის დონე მინიმუმამდე იკლებს.

"მრავალი წელია მცხეთელები ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ითხოვდნენ დახმარებას და შუამდგომლობას "ენერგოპრო ჯორჯიასთან", რომ ამ ადგილას მტკვარი გაშვებულიყო და პომპეუსის ხიდი გამოჩენილიყო, რათა მომხდარიყო ამ ძეგლის ფოტო-ვიდეო ფიქსაცია და გარკვეული არქეოლოგიური დაკვირვება, რომ გვცოდნოდა, ეს ძეგლი რა დღეშია.

დღეს ჩვენ გამოვაჩინეთ პომპეუსის ხიდი თავისი სხვადასხვა დროის შრეებით და გვაქვს 48 საათიდან 72 საათამდე იმისათვის, რომ პირველადი ნაბიჯები გადაიდგას, მაგალითად, მცენარეები მოშორდეს ძეგლს, რომლებიც ფესვებით აზიანებენ ქვას, ასევე არქეოლოგებმა შეძლონ პირველადი სამუშაოების განხორციელება", - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.„პომპეუსის ხიდი“, თუმცა კი ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა. ამ ხიდს უნდა ემუშავა ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან მაინც, როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო.

ძვ. წ. 65 წელს მცხეთა და მტკვარზე გადებული ხიდი გახდა საბრძოლო ასპარეზი ქართლის მეფე არტაგსა და რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს შორის. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის მიხედვით ქართლის მეფე არტაგმა დროის მოგებისათვის პომპეუსს ელჩები გაუგზავნა და მეგობრობა შესთავაზა. პომპეუსი დათანხმდა ზავზე, მაგრამ ეტყობა შემდეგ გამჟღავნდა არტაგის საბრძლო მზადების შეშახებ და ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე პომპეუსი მოულოდნელად თავს დაესხა არტაგს არმაზციხესთან. ქართლის მეფემ სამეფო რეზიდენცია უბრძოლველად დატოვა, მცხეთაში გადავიდა და მტკვარზე ხიდი დაწვა. რომაელებმა არმაზციხე აიღეს. არტაგმა კვლავ ითხოვა ზავი, ხიდიც აღადგინა და რომაელებისათვის სურსათიც გაიღო. პომპეუსმა ამით ისარგებლა, მტკვარზე გადავიდა და მდინარე არაგვის ხეობას აჰყვა. ქართველები დამარცხდნენ და არტაგი იძულებული იყო ისევ განეახლებინა საზავო მოლაპარაკება.

ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს ქართლის ხიდის ყურში (იგივე პომპეუსის ხიდი) ქართლის მეფე ფარნაჯომს დაუსახლებია სპარსეთიდან ჩამოყვანილი მოგვები. სწორედ მათგან მიიღო ამ ადგილმა სახელწოდება „მოგვთაკარი“, ხოლო ხიდმა — „მოგვთა ხიდი“.

V საუკუნეში ირანელებთან ბრძოლის დაწყების წინ ხიდი შეუკეთებია და 60 მახარით გაუფართოვებია ვახტანგ გორგასალს.

პომპეუსის ხიდი, მოგვთა ხიდი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42