ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭო (EUA-CDE) წევრ უნივერსიტეტებს შესაძლებლობას აძლევს გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება, განახორციელონ ერთობლივი პროექტები, ღონისძიებები და სხვა აქტივობები სადოქტორო განათლებისა და კვლევების მიმართულებით; რეგულარულად მიიღონ ინფორმაცია სადოქტორო სწავლებასთან დაკავშირებულ ახალ ტენდენციებზე ევროპასა და მსოფლიოში; მონაწილეობა მიიღონ საბჭოს მიერ დაგეგმილ თემატურ კონფერენციებსა და ვორკშოპებში და ისარგებლონ წარმომადგენლობითი ხმის უფლებით სადოქტორო განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საბჭოს წევრთა შეხვედრებზე.
აღნიშნულ ორგანიზაციაში წევრობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას სადოქტორო სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისა და სადოქტორო განათლების განვითარების მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები






