ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ინდური შტამი ბავშვებსა და ახალგაზრდა ასაკის პირებში უფრო მარტივად ვრცელდება და შესაძლოა, უფრო მძიმედ მიმდიანრეობდეს. მისი თქმით, ეს შტამი უფრო მეტად აზიანებს ორგანიზმს:
„ინდური შტამი შესაძლოა უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, ვიდრე ბრიტანული. ის უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული და, რა თქმა უნდა, უფრო გადამდები ვიდრე სტანდარტული ჩინურ-ევროპული. ის ასევე უფრო აზიანებს, უფრო შეუძლია მან დააინფიციროს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირები. კლინიკური დაკვირვების საფუძველზე, ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ დიახ, ინდური შტამი, შესაძლოა მიმდინარეობდეს უფრო მძიმედ, ვიდრე სტანდარტული ჩინურ-ევროპული შტამი, ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები






