"ლიბერთი ბანკის" თანამშრომლებმა ბათუმის ფილიალიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი აშშ დოლარი და 80 ათასი ევრო მოიპარეს
სამართალი - 15:02, 28 May, 2021     6383

"ლიბერთი ბანკი" ყოფილ თანამშრომლებს დიდძალი თანხის მითსვისებსთვის სასამართლოში უჩივის - ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს ინფორმაციას:

„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მილიონობით თანხის დაკარგვაა. „ლიბერთი ბანკი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ თანამშრომლებს ედავება, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა. საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.

საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 პირის ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან თანხას 2015 წლიდან ითვისებდნენ.

სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე „ლიბერთი ბანკის“ ადმინისტრაციას ახსნა-განმარტება მიაწოდა ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა და თქვა, რომ თანხის მითვისება ხელშეკრულებების გაყალბების გზით მოხერხდა, ასევე გაყალბებული შემნახველი ანგარიშების შექმნით. მას ჯერ სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანხა ძირითადად ბანკის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა მიითვისა, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული. თუმცა საქმის მასალებში, რომელსაც ჩვენ გავეცანით, ამის შესახებ არაფერი წერია.

ბანკი ითხოვს, რომ დაკარგული თანხა თანამშრომლებს დაეკისროთ, რადგან მიაჩნია, რომ ამ თანამშრომლების არასწორი მოქმედებების შედეგად დაკარგა ბანკმა მილიონები.

„ბათუმელები“ მეტი დეტალის გასარკვევად „ლიბერთი ბანკს“ დაუკავშირდა, სადაც მხოლოდ ეს გვიპასუხეს წერილობით:

„საქმე მოკვლევისთვის და გამოძიებისთვის გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე. ბანკი სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. ბანკის ყველა ფილიალი სრულად ფუნქციონირებს, შეზღუდვების გარეშე. ჩვენი კლიენტების თანხები დაცულია და საფრთხე არ ემუქრება,“ – მოგვწერეს „ლიბერთი ბანკის“ პრესცენტრიდან.

აქ ვერ გვითხრეს, დაწყებულია თუ არა გამოძიება „ბანკიდან მილიონების დაკარგვის საქმეზე“.

სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვის პარალელურად, დაწყებულია თუ არა გამოძიება – ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მოგვაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42