გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორები ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:49, 28 May, 2021     1552

გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიება 27 მაისს, სასტუმრო ,,რუმს თბილისში’’ გაიმართა. ინვესტორების მიერ შერჩეულ 15 სტარტაპს შორის საუკეთესოები გამოვლინდა, რომლებიც ფონდის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან განაგრძობენ მოლაპარაკებებს. ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით ჩატარდა.

Angel ინვესტორები ისრაელის სილიკონ ვადიდან სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან, ადგილობრივი ინვესტორები, პარტნიორობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან - BTU-ში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და შერჩეულ 15 სტარტაპს საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის და Angel ინვესტორებთან პარტნიორობის შესაძლებლობას აძლევს.

გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა. ფონდის ინვესტორმა პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განახორციელა. 2021 წლიდან MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას, სტარტაპს და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ერთერთი უმსხვილესი სტარტაპ ეკოსისტემაა მსოფლიოში. გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორმა, თიბისიმ პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხელმისაწვდომია სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

„მოხარული ვართ, რომ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორობის ფარგლებში ახალ საინვესტიციო პროდუქტს შევთავაზებთ დაინტერესებულ ინვესტორებს. თიბისი უკვე მრავალი წელია ლიდერობს ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ ვაფინანსებთ სტარტაპებს უკვე 6 წელზე მეტია, რადგან ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები ბიზნესებისთვის,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„BTU-ში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი წელს უპრეცენდენტოდ მასშტაბური გახდა, ფონდს შემოუერთდნენ ინვესტორები საქართველოდან, აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორობა თიბისის პროგრამა სტარტაპერთან, რომელმაც შექმნა ახალი საინვესტიციო პროდუქტი, მათთვის ვისაც აინტერესებს სტარტაპებში ინვესტირება და მათი შემდგომი მხარდაჭერა.“ - ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42