არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა მოჯადოებული ვბუტბუტებდი შენს სახელს და არ მჯეროდა, რომ ბედმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა, – ასე ეხმაურება მსახიობი მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას გარდაცვალებას.
მის ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული, მშვენიერი, მომნუსხავი მარინა ჯანაშია…javascript:”;
ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი და შენთან ერთად სცენაზე თუ კამერების წინ მუშაობის შანსი მომეცა. მადლობა ყველაფრისთვის და უპირველეს ყოვლისა, შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის, შენი სილამაზისთვის.
მადლობა „პატარა უფლისწულისთვის“ რადიოსპექტაკლისთვის, რომელშიც პრინცის როლს კითხულობდი… შენი ხმა ჩემი მეგობარი იყო მთელი ჩემი ბავშვობა. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მოჯადოებული ვბუტბუტებდი შენს სახელს და არ მჯეროდა, რომ ბედმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა. არ მჯეროდა, რომ ის ხმა საბოლოოდ გავიცანი.
„რომეო და ჯულიეტა“ შენი ხათრით წავიკითხე იმიტომ, რომ ჯულიეტას როლში სცენაზე გნახე.
კახი კავსაძემ, რომ დასვა შეკითხვა: „ნეტავ, იმ ქვეყნად თუ არის თეატრიო“ … ალბათ, არის… ალბათ, კახისაც იქ ნახავ და საბოლოოდ, ერთმანეთს ყველა იქ ვნახავთ. იმ არსებულ თუ არარსებულ თეატრში,“ – წერს მერაბ ნინიძე.
მასალის გამოყენების პირობები