პანკისში სპეცოპერაციის ჩატარებისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ისევ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმას ითხოვს. შვილმოკლული მამა გეგმავს, რომ ამ მოთხოვნით პარლამენტს მიმართოს.
"უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და ყველა ჩემ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ის დამნაშავეები, ვინც ამ საქმეში იყვნენ გარეულები, რა თქმა უნდა, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ამ შემთხვავაშიც, თუ ისევ ჩააგდებენ დროებით საგამოძიებო კომისიას, მე უკვე არ ვიცი რა გზებს მივმართო, ცხადია, რომ ასე თუ ისე, მე უნდა გავაკეთო ყველაფერი, რომ მივაღწიო ჩემ სიმართლეს.
მოვითხოვ, დაესვას ამ ყველაფერს წერტილი, ჩემ წამებასაც და ხალხსაც გავცეთ პასუხი, რა მოხდა, რა ხდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში", - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მანამდეც ითხოვდა, თუმცა ერთხელ ხმები დააკლდა, მეორედ კი "ქართულმა ოცნებამ" პროექტი ჩააგდო.
მასალის გამოყენების პირობები