საქართველოს ეკლესიამ დმანისში მშვიდობისმყოფელის როლი შეასრულა
საზოგადოება - 13:58, 27 May, 2021     947

16 მაისს, დმანისში, ყოფითი ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობას შორის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის მოგვარებაც, მათ შორის სასულიერო პირების მონაწილეობით, ორ დღეში მოხერხდა.

დაპირისპირება მცირე ინციდენტმა გამოიწვია - 4 სვანი მაღაზიაში, რომელიც აზერბაიჯანელ მეწარმეს ეკუთვნოდა, ლუდის ნისიით აღებას ითხოვდა, რაზედაც გამყიდველმა უარი თქვა.

მაღაზიის მეპატრონის გამოჩენამ სიტუაცია ვერ განმუხტა და დაძაბული საუბარი მალევე გადაიზარდა სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში. შედეგად ორივე მხრიდან ჯამში 8 ადამიანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ღამე პოლიციამ 6 სვანი დააკავა, რამაც მოგვარების ნაცვლად, ცეცხლზე ნავთი დაასხა - 17 მაისს ახლომდებარე სოფლებიდან ასეულობით ადამიანი პოლიციის შენობასთან შეიკრიბა და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. მიტინგი მალევე გადაიზარდა მასობრივ ჩხუბში, სადაც შსს-ს მონაცემებით, 20 მდე ადამიანი სერიოზულად დაშავდა, დაზარალდნენ ჟურნალისტები, დაიჭრა ერთი სამართალდამცავი.

სიტუაცია სერიოზულად დაიძაბა და შემდგომი შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით, მის განმუხტვაში სასულიეო პირები ჩაერიენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობს, ამიტომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანდრია ჯაღმაიძისა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტის ეტიბარ ემინოვის ჩამოსვლამ დაძაბულობის მუხტი ჩაახშო და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. 18 მაისს დილით დმანისის მოსახლეობამ განაცხადა, რომ მიღწეულია კონფლიქტის შეწყვეტისა და შემდგომი არეულობის თავიდან აცილების შეთანხმება.

"მშვიდობა ყველასთვის სასარგებლოა, ყველა ამისკენ მიისწრაფოდა, იმედი მაქვს ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს," - განუცადა მამა ანდრიამ ჟურნალისტებს. მისი თქმით სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ ადგილობრივებმა მარალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და შერიგებისკენ წავიდნენ, რათა ამ კონფლიქტს უფრო ფართო მასშტაბები არ მიეღო.

იგივე პოზიცია აქვს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტისაც, მისი აზრით, კონფლიქტის გაღრმავება არ უნდა მოხდეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხშირად გამოდის მედიატორის, შუამავლისა და საზოგადოების შემრიგებლის როლში. აპრილში ეკლესიამ რიონის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის აშენების მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს სრულფასოვანი დიალოგის წარმოებისკენ მოუწოდა.

"დაძაბულობა, რომელიც თან ახლავს რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს, შეშფოთებას იწვევს.

ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია დიალოგის დაწყება, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ დასვან მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღონ პასუხი. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, საჭიროა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რათა აღმოვფხვრათ ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებული გაუგებრობა და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ.

ვითარების შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია, მიუღებელია კატეგორიული ტონი, რომელიც მხარეებს ერთმანეთის მოსმენაში უშლის ხელს.

ღრმა პატივისცემით მოგიწოდებთ და გთხოვთ ორივე მხარემ მხარი დაუჭიროთ პროცესების მშვიდობიან და სამართლიან განვითარებას," - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42