მომღერალი სოფო ბედია ხშირად სტუმრობს ისრაელს და ძალიან უყვართ იქაურ ემიგრანტებს.
მან გადაწყვიტა, ბოლო დროს იქ განვითარებული მოვლენების გამო, ამ ქვეყანას და იქ მცხოვრებ ემიგრანტებს სიმღერა მიუძღვნას ამ ჟესტით მან თანადგომა გამოუცხადოს მათ.
"კლიპის გადაღებები უკვე დასრულდა და მონტაჟის პროცესშია. ვიდეორგოლი ჩემმა მეგობარმა, ბესო კვარაცხელიამ გადაიღო.
სიმღერა სახელწოდებით „ოქროს იერუსალიმი“ 3 წლის წინ ჩავწერე ქართველ ებრაელთა დღის აღსანიშნავად, ბატონი მოშე ბოთერაშვილის თხოვნით. ის, ფაქტობრივად, ჩემი მეორე მამაა და მასპინძელი, როდესაც ისრაელში ჩავდივარ… და იქ ძალიან ხშირად ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი ემიგრანტები და მათგანაც სულ დიდ სიყვარულს ვგრძნობ.
ახალი კლიპით სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს ისრაელსა და ემიგრანტებს და მშვიდობას ვუსურვებ! მინდა, ამ ცნობილი ებრაული სიმღერით ჩვენს ძმებს თანადგომა გამოვუცხადო“ ,- ამბობს მომღერალი.
მასალის გამოყენების პირობები