საქართველოს ბანკი მომხმარებელს ევექსი კლინიკების ქსელში 0%-იან განვადებას სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:28, 27 May, 2021     2654

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. უკვე დღეიდან, ევექსის კლინიკებში საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით სარგებლობა მომხმარებელს დამატებითი საკომისიოს გარეშე შეუძლია.

პროდუქტით სარგებლობისას შესაძლებელია სამედიცინო სერვისებზე დანახარჯი დროში გადანაწილდეს და მომხმარებელმა სასურველი სამედიცინი მომსახურებით მარტივად ისარგებლოს.

მომხმარებელი სასურველ მომსახურებაზე განვადების დამტკიცებას ევექსის კლინიკებში, 15 წუთში შეძლებს. განვადება გავრცელდება 200 ლარის ზემოთ ღირებულების ნებისმიერ ამბულატორიულ სერვისზე. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თანხა 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდზე გადაანაწილოს. განვადება ვრცელდება ევექსი კლინიკების ქსელში სპეციალისტების კონსულტაციაზე, ლაბორატორიულ გამოკვლევებზე, ექოსკოპიურ და რენტგენოლოგიურ გამოკვლევებზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და 800-მდე სხვა დასახელების ამბულატორიულ სამედიცინო სერვისზე.

განვადებაზე განაცხადის შევსებას შეძლებს როგორც საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ასევე ამ პროდუქტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი.

განვადებასთან ერთად ევექსი კლინიკები პროექტის - HEALTHY CLUB-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა PLUS- ში ჩართულ მომხმარებლებს და SOLO-ებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზება უნიკალურია და ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე 50%-მდე ფასდაკლებებს გულისხმობს. HEALTHY CLUB შეიქმნა განსაკუთრებული შინაარსით. ის აერთიანებს იმ მიმართულებებზე ფასდაკლებებს, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჯანმრთელობას უკავშირდება.

HEALTHY CLUB გულისხმობს 50%-მდე ფასდაკლებას სრულიად ულიმიტოდ და შეუზღუდავად 800-მდე დასახელების ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სერვისზე, ექოსკოპიასა და კონსულტაციაზე; სპეციალური ჯანმრთელობის სრული შემოწმების Check-up პროდუქტებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში სამედიცინო გუნდის მიერ შეიქმნა; მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებზე; სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორის, ესთეტიკის სერვისებზე.

HEALTHY CLUB ასევე გულისხმობს ფასდაკლებებს ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერ პარტნიორ დაწესებულებებში, როგორიცაა: ვარჯიშის, სილამაზის, ესთეტიკის, ფსიქოლოგიის, დასვენებისა და სხვა სერვისები.

HEALTHY CLUB-ის ფასდაკლებების პირობები ვრცელდება როგორც დაზღვეულ, ისე დაუზღვეველ პირებზე ულიმიტოდ, დაზღვევით დაუფარავ ან დაუფინანსებელ სერვისებზე. ფასდაკლების მიღება შესაძლებელია ექიმთან წინასწარი ვიზიტის და მიმართვის ფორმების წარდგენის გარეშე. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, კონკრეტული სამედიცინო სერვისის ყიდვის დროს ფასდაკლება ავტომატურად გაიაქტიუროს.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3oVy95l





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42