ინტერნეტი უამრავი სერვისის დისტანციურად მიღებაში გვეხმარება. ამის შედეგად, შეგვიძლია გავიმარტივოთ ცხოვრება და ყოველდღიური რუტინული საქმიანობის ნაწილი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის დახმარებით მოვაგვაროთ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საქმე - გადახდების შესრულებაა. მთავარია ვიპოვოთ ჩვენზე მორგებული პლატფორმა, სადაც ინტერნეტ გადახდებს მარტივად შევასულებთ.
ონლაინ გადახდებისთვის პლატფორმის არჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: მრავალფეროვანი დისტანციური სერვისები, სასარგებლო ფუნქციონალი, მარტივად მოსახმარი, გადახდებისთვის უსაფრთხო და რაც მთავარია, ადგილი, სადაც გადახდები სწრაფად და მომენტალურად აისახება. თიბისი ფეის სისტემა კი ის ადგილია, სადაც ეს ყველაფერია გაერთიანებული და კომფორტული გადახდებისთვის უნივერსალურ სივრცეს წარმოადგენს.
ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში
თიბისი ფეის დახმარებით, ინტერნეტ გადახდები მარტივია. უნივერსალური სივრცე 1000-ზე მეტი კომპანიის 1000-ზე მეტ სერვისს აერთიანებს. კლასიკური ინტერნეტ ბანკებისგან განსხვავებით, აქ ყველა იმ კომპანიას თუ ორგანიზაციას იპოვით, რომელთა სერვისებითა და მომსახურებითაც სარგებლობთ. თანაც ერთი დიდი უპირატესობით - აქ ყველა ტრანზაქცია მომენტალურად, ერთ წუთში სრულდება, შაბათ-კვირის, დასვენების დღეების თუ უქმეების მიუხედავად.
სწრაფი გადახდების ონლაინ პლატფორმა სპეციალურადაა გათვილილი ინტერნეტ გადახდებისთვის და მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე წარმოადგენს ადგილს, სადაც ყველა გადახდას სწრაფად, მარტივად და კომფორტულად შეასრულებთ.
ადამიანები დღეს ყველაზე მეტად დროს უფრთხილდებიან და თიბისი ფეიში ეს ყველაზე კარგად იციან. ამიტომაც ვებგვერდი მაქსიმალურად მოსახერხებლია გამოსაყენებლად, სადაც ყველა სერვისს სწრაფად იპოვით, გადახდის შესასრულებლად კი სულ 1 წუთს დახარჯავთ.
წარმოდგენილი სერვისები კატეგორიებადაა დაყოფილი, რაც ძებნას ამატივებს. თიბისი ფეის სისტემაში შეძლებთ საბანკო და საფინანსო სექტორის გადასახადების გადახდას, სადაზღვევო და სასწავლო ორგანიზაციების სერვისების დაფარვას, არაერთი სახელმწიფო სერვისის საფასურის გადახდას, კომუნალური, სატელეკომუნიკაციო და მობილური ოპერატორების ანგარიშებზე ჩარიცხვას, საფოსტო და ტრანსპორტირების კომპანიების დავალიანების დაფარვას, საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხვას და სხვ.
თიბისი ფეის დახმარებით ასევე შეძლებთ შეავსოთ ისეთი სერვისების ბალანსი, რომელთა პირდაპირი შეძენაც საქართველოში შეუძლებელია, მაგალითად App Store & Itunes, Google Play, Playstation Store, ასევე ჩარიცხოთ თანხა ონლაინ თამაშების ბალანსზე - World of War Planes, Neltharion, Warld of Warships.
რატომ ვირჩევთ თიბისი ფეის?
თიბისი ფეითი სარგებლობას კონკრეტული უპირატესობები აქვს. იმისათვის, რომ ონლაინ პლატფორმა მოსახერხებელი და კომფორტული გამოსაყენებელი იყოს, შეგიძლიათ მრავალფეროვანი ფუნქციონალი დაიხმაროთ, რაც გადახდებს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.
გადახდების შესრულება რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელია, თუმცა ვებგვერდის მაქსიმალურად თქვენზე მოსარგებად გირჩევთ რეგისტრაცია გაიაროთ, რისთვისაც მხოლოდ მობილურის ნომრის მითითება დაგჭირდებათ. ამის შემდეგ კი უკეთ შეძლებთ ფინანსების განკარგვას.
თიბისი ფეიზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შეძლებთ:
· შექმნათ ხშირად გამოყენებული სერვისების შაბლონები და ამით თავიდან აირიდოთ ყოველ ჯერზე სააბონენტო ნომრების თუ სხვა ინფორმაციის ხელახალი შეყვანა;
· მიიღოთ, დაამახსოვორთ და, საჭიროების შემთხვევაში, ამობეჭდოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
· პირადი კაბინეტის გზით ნებისმიერ დროს შეამოწმოთ გადახდების ისტორია და უკეთ აკონტროლოთ დანახარჯები;
· ჩართოთ დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების ფუნქცია და თქვენს მობილურ ტელეფონზე მიიღოთ SMS, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი გადახდები;
თიბისი ფეის პლატფორმაზე ინტერნეტ გადახდებისთვის საჭირო ყველა პირობაა დაცული. გადაიხადეთ დისტანციურად თქვენთვის სასურველი სერვისი ყველაზე სწრაფად და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს მიერ გადახდილი თანხა მიმღების ბალანსზე დაუყოვნებლივ აისახება.
მასალის გამოყენების პირობები