დაპირისპირება მოხდა ლესელიძეზე, რესტორან "მაჭახელაში" სადაც მომუშავე პერსონალი და უცხოელი ტურისტები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდარს წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება. როგორც რესტორნის მენეჯერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოთხი უცხოელი ტურისტი, რომელიც მათთან სადილობდა, მომუშავე პერსონალს შეურაცხყოფას აყენებდა, დაცვამ კი მათ დაწესებულების დატოვება მოსთხოვა.
კამათი რესტორნის გარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, დაპირისპირების შედეგად ერთი ტურისტი დაშავდა:
"ეს სტუმრები ჩვენთან იყვნენ ძალიან ბევრ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ბევრჯერ მოვუწოდეთ წესრიგისკენ. სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა გადმოდიოდნენ შეურაცხყოფაზე და ჩვენი დაცვის წევრს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ეს ინციდენტი მოხდა. შედეგად მოვიდა პოლიცია, ამოიღეს კამერის ჩანაწერები, ეს უცხოელებიც წაყვანილი არიან და ყველაფერს დაადგენს გამოძიება", - განაცხადა რესტორნის მენეჯერმა.
მასალის გამოყენების პირობები