Facebook: რუსეთი დეზინფორმაციის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში
სოც.მედია - 18:26, 26 May, 2021     1520
Facebook–ის ანგარიშში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ რჩება დეზინფორმაციის ყველაზე მსხვილ მწარმოებლად მსოფლიოში. სოცქსელის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით კვლევას 5 წელია აწარმოებს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო შორსმიმავალი კამპანია სოციალურ მედიაში აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

Facebook-ი აცხადებს, რომ 2017 წლიდან მან აღმოაჩინა დეზინფორმაციული კამპანიები 50-ზე მეტ ქვეყანაში, როდესაც დაიწყო ე.წ. "კატა-თაგვობანას თამაში, დასდევდა რა სხვასახვა პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობდნენ საკუთარ ფეისბუქპლატფორმებზე.

ანგარიში ბოლო წლებში მიმდინარე დეზინფორმაციის 150 ძვირადღირებულ ოპერაციას აჯამებს, რომელიც მას შემდეგ იქნა შეწყვეტილი, რაც მოხდა ოპერატორების კოორდინირებული მუშაობა. ეს კამპანიები ყველა ხერხით ცდილობდნენ დიდი რაოდენობით ადამიანებზე მნოეხდინათ გავლენა.

ამასთან, როგორც Facebook-ი იტყობინება, სხვადასხვა ქვეყანაში აითვისეს "რუსული გაკვეთილი" და თავად დაიწყე4ს ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება. აქ შედიან საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფარული ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ორივე მხარეზე მუშაობენ, ასევე პოლიტიკოსები და მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ხშირად ხელისუფლებებთან არიან კავშირში.

"თავიდან ეს დაიწყო როგორც "სპორტის ელიტური სახეობა", მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ მასში უფრო უფრო მეტი ხალხი მონაწილეობს," - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ სოცქსელის განცხადებით, 2016 წლის შემდეგ დეზინფორმაციის კამპანიები ვერ აღწევენ იმ დონეს, როგორც ეს იყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩვენების დროს, თუმცა, ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ 2016 წლის კამპანია მარტივი იყო და მას შემდეგ დეზინფორმაციის მეთოდები უფრო დაიხვეწა.

ერთერთ მეთოდად დასახელებულია მიზნობრივი ჯგუფებზე გავლენის მოხდენა. მაგალითად, 2020 წელს Facebook-მა ჩაშალა რუსეთის მხრიდან წარმოებული ე.წ. სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ჩართული იყვნენ ფეიკ აქაუნთები და პირები, რომლებიც თავს ჟურნალისტებად ასაღებდნენ. ეს "ჟურნალისტები" ცდილობდნენ გფასულიყვნენ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ჯგუფებზე, გავლენა მოეხდინათ მასზე . ამ კამპანიის მიზანი არ ყოფილა საზოგადოების ფართო მასებზე გასვლა.

ანალოგიურ მეთოდებს, ოღონდ ამჟამად დაქირავებული ჟურნალისტების მეშვეობით რუსეთი აშშ-იც იყენებდა 2020 წელს. მედიის წარმომადგენლების დაქირავების ცრუ საბაბი იყო, რომ მათ ვითომ უნდა წარმოედგინათ ფაბრიცირებული ახალი ამბების სააგენტოები.

ვრცელ მასალაში კიდევ მრავალი მეთოდი და სხვადასხვა ქვეყანაში დაჭერილი დეზინფორმაციული კამოანიების მაგალითებიოა მოყვანილი.

ექსპერტები აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, Facebook-ი და სხვა პლატფორმები ხედავენ მხოლოდ აშკარა, ბინძურ კამპანიებს და ვერ ამჩნევენ უფრო გაშლილ, ფართოდ მოდებულ მსოფლიო დონის დეზინფორმაციებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42