თოვლმა და ძლიერმა ყინვამ მანდარისნის მოსავლის აღებისა და ექსპორტის კუთხით პრობლემები შექმნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:24, 16 Dec, 2013     2214

მინისტრის განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოში მანდარინის მოსავლის აღებისა და ექსპორტის კუთხით გარკვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად, საგანგებო გაფართოებული შტაბიშეიქმნა. არსებული პრობლემები რთულმა კლიმატურმა პირობებმა - უხვმა თოვლმა და ძლიერმა ყინვამ გამოიწვია. 25 წელია, ასეთი ტიპის უამინდობა, შტორმი, თოვლი და ყინვა აჭარასა და გურიაში არ ყოფილა.

საგანგებოშტაბს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით ნატროშვილი უხელმძღვანელებს. შტაბის შემადგენლობაში ასევე შედიან ფინანსთა, შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები, აჭარის მთავრობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

წელს საქართველოში ციტრუსის უხვი მოსავალია. თუ შარშანმანდარინის მოსავალმა 55 ათასიტონაშეადგენდა, წელსრაოდენობა 100-110 ათასტონამდეა.

საქართველოს გარდა, ციტრუსის უხვი მოსავალია მანდარინის ექსპორტიორ ქვეყნებშიც - ესპანეთი, მოროკო და თურქეთი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასზედა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ციტრუსის ღირებულებაც შემცირდა. ჭარბი მოსავლისა და, შესაბამისად, მაღალი კონკურენციის გამო, საქართველოში მანდარინის საბაზრო ფასმა 35-45 თეთრი შეადგინა.

ხელისუფლებამ წელს უპრეცედენტო რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო ციტრუსის სუფსიდირებისთვის. კერძოდ, სახელმწიფომ 13 მილიონ 800 ათასი ლარს გახარჯავს, აქედან 12 მილიონი ლარით სტანდარტული მანდარინის სუფსიდირება ხორციელდება. სახელმწიფო ერთ კილოგრამ სტანდარტულ მანდარინში 15 თეთრს, ხოლო არასტანდარტულში 10 თეთრს იხდის.

სახელმწიფოს ხელშეწყობით, ციტრუსის ჩამბარებელი და დამამზადებლი პუნქტების შექმნისათვის, მსურველებს პავილიონები და მიწის ფართობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ. დღეს მანდარინის ჩამბარებელი 36 პავილიონი (შარშან ფუნქციონირებდა 18) ფუნქციონირებს. ქობულეთის გადამამუშავებელ ქარხანასთან მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ წელს ქარხანა გლეხებისგან 2-ჯერ მეტ არასტანდარტულ მანდარინს (20 000 ტონამდე) ჩაიბარებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოლაპარაკებები აწარმოა ყველა საექსპორტო ბაზრის მხარესთან და მიღწეულ იქნა შეთანხმებები საბაჟო ტარიფის დაწევასთან დაკავშირებით.

საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ბაზარზე მანდარინის დაშვებასთან დაკავშირებით. წელს, 7 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გავიდა რუსულ ბაზარზე ქართული მანდარინი.

მკვეთრად გაუარესებულმა კლიმატურმა პირობებმა დაუკრეფავი ციტრუსი დააზიანა და ექსპორტის პროცესიც შეაფერხა. უამინდობის გამო, პორტში ვერ შემოდიოდნენ გემები, რომლებზეც საექსპორტოდ გამზადებული მანდარინი უნდა დატვირთულიყო. დიდთოვლობის გამო ასევე გაჩერებულია მანდარინით დატვირთული 200-მდე ავტომანქანა.

ამინდის გაუმჯობესებისთანავე მანდრინის ექსპორტის პროცესი განახლდება, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზებით.

დღეისათვის ბათუმის პორტში შემოსული 3 ბორანი დაიტვირთა 10 000 ტონამდე მანდარინით, რომელიც ექსპორტზე უკრაინაში გავა. დღეის მდგომარეობით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 23 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი. აღსანიშნავია, რომ შარშან საქართველოდან მხოლოდ 10 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა.

2007 – 2011 წლებში მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს მიერ არც ერთი თეთრი არ გამოყოფილა. ფერემერებს არ ჰქონდათ აგროტექნიკური ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარების საშუალება, რათა მიეღოთ ხარისხიანი მოსავალი. დაკეტილი იყო რუსეთის ბაზარიც. ციტრუსის მოსავლის დიდინაწილის რეალიზაცია, იძულების წესით სხვა მეწარმეების მიერ შესყიდვის ხარჯზე ხდებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42