ტელეწამყვანმა ეკა კვესიტაძემსოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უფლებადამცველების მხრიდან მის მიმართ უსამართლო პოზიციაზე საუბრობდა.
პოსტის ერთ-ერთი ადრესატი უფლებადამცველი ბაია პატარაიაც იყო, რომელმაც კვესიტაძეს საპასუხო პოსტი მიუძღვნა:
"მედია საშუალებები მზარდად კარგავენ ნდობას საკუთარი მიკერძოებულობის გამო, ამაზე EMC ყველა დირექტორი წერს ბოლო დღეებია. წაიკითხეთ მათი პოსტები (თამტასი, გურისი). როგორც მედია იქცეოდა ამ დღეებში მართლა ცალკე განხილვის თემაა, მთელი ძალაუფლებრივი იერარქიები მოშიშვლდა და ხილული გახდა. ვინ ვის და რის სადარაჯოზე დგას კარგად გამოჩნდა. და კი, ნდობა ტელევიზიების მიმართ კლებულობს.
კრიტიკის არავის ეშინია, მითუმეტეს სამოქალაქო საზოგადოებას, მტრულ გარემოს კი უფლებადამცველები რომ თავს არიდებენ, ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა. მსხვერპლებსაც და მათ დამცველებსაც ხშირად ხვდებათ დადგმული ცირკი ტელევიზიებში - ეს არახალია. და დიახ, ტელევიზიებისადმი ნდობის ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ხოლმე, რატოც უფლებადამცველები არ მიდიან ეთერებში. არა მგონია, რამე უჩვეულოს ვამბობდე, თუ არ იცოდით ეს აქამდე, ახლა ხომ იცით?" - დაწერა ბაია პატარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები