არასოდეს შემიქმნია დაუბალანსებელი და უპატიოსნო გარემო... ადამიანურად მეწყინა - ეკა კვესიტაძე
სოც.მედია - 16:32, 26 May, 2021     2949

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე მისი და მისი გადაცემის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებს პოსტით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ადამიანურად ეწყინა მისი მეგობრისა და სხვა უფლებადამცველების კომენტარი, სადაც ისინი წერდნენ, კვესიტაძის დამოკიდებულება უნდობლობას იწვევდა მათში:

"გუშინ დავწერე პოსტი, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია ნამახვანჰესის წინააღმდეგ, არ მოვიდა გადაცემაში, სადაც იყვნენ კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. ჩემმა მეგობარმა თეო ხატიაშვილმა დაწერა, რომ უნდობლობის გამო არ მოვიდნენო, რადგან შენს პოსტებში აქციის მიმართ ნიშნის მოგება იგრძნობოდაო. ( ძალადობას რომ გაემიჯნა და მაგრამ სიმბოლიკა რომ დაგმო გოლეთიანმა - ეგ პოსტში იგულისხმა, ალბათ ) თეოს ეს კომენტარი, დაალაიქა ქართული სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, მათ შორის ბაია პატარაიამ და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელმა თათული თოდუამ. გარდა იმისა, რომ ადამიანურად მეწყინა, რადგან არც ერთ ჩემს გადაცემაში არ შემიქმნია დაუბალანსებელი და უპატიონსო გარემო ჩემი სტუმრებისთვის, უკიდურესად შევშფოთდი. ეს აქტიური მოქალაქეები თვლიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგებლები არ უნდა მივიდნენ იმ ტელევიზიებში, რომლებიც მათი პოზიციების მიმართ ოდნავ სკეპტიკურად მაინც გამოირჩევიან? ასე წარმოგიდგენიათ თქვენ, მეგობრებო, თავისუფალი მედიასთან მუშაობა, დისკუსიების შეჩერებით მათთან, ვინც არ გეთანხმებათ ბოლომდე. ასე წარმოგიდგენიათ თქვენ დემოკრატიული პროცესი? მაშინ იმასაც ეთანხმებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა იარონ ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში და პირიქით, ოპოზიციამ სამთავრობო არხებზე, რადგან მათთვის იქ სანდო გარემო არ არის. თუ მაინდამაინც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უნდა შევუქმნათ განსაკუთრებული “სანდო გარემო”. მართლაც ძალიან შემაშფოთებელია!" - დაწერა კვესტიაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42