"კლანი უნდა დასრულდეს"- მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად აქცია მიმდინარეობს
საზოგადოება - 12:36, 26 May, 2021     1132

პროტესტი მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად -- იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი უნდა აირჩიონ. სწორედ ამას აპროტესტებენ აქტივისტები და პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

"ხელისუფლებამ უგულებელყო შარლ მიშელის დოკუმენტის ჩანაწერი, რომელიც პირდაპირ ეხება საბჭოს წევრების არჩევის წესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საბჭოს წევრები შემდეგ აირჩევენ მოსამართლეებს, რომლებიც იქნება ისევ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი და კვლავ გვექნება მართული სასამართლო, რომელიც ისევ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას შეასრულებს. ჩვენ მოვუწოდებთ, გადადონ პროცესი და შეიტანონ ცვლილებები, რადგან სამართლიანი სასამართლო არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნისთვის, ამ დოკუმენტისთვის და საერთოდ, ჩვენი განვითარებისთვის დასავლური მიმართულებით", -აცხადებს სირცხვილიას ერთ-ერთი აქტივისტი, თამთა გოგოლაძე.

აქციაზე იმყოფება საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილიც. მისი თქმით, სასამართლო სისტემა ყველა პროცესს დაჩქარებულად წარმართავს, მათ შორის, საბჭოს წევრების არჩევასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას, მიუხედავად შარლ მიშელის დოკუმენის ჩანაწერისა.

"დღეს ჩვენ ვნახავთ, როგორ უყვართ მოსამართლეებს ეს ქვეყანა, ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დაახლოებით 250 მოსამართლე. გამორიცხული არაფერია, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთებს. თუ ხელისუფლებისგან ექნებათ გარკვეული მითითებები, შეიძლება ეს კონფერენცია სხვაგვარად განვითარდეს. მაგრამ რასაც ჩვენ ამ წლებში ვაკვირდებით სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. პირიქით, ვფიქრობ, რომ ისინი ნაბიჯებს გადადგამენ იქითკენ, რომ მათი ძალაუფლება კიდევ უფრო გამყარდეს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში",- ამბობს ის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42