26 მაისთან დაკავშირებით მსოფლიოს ქვეყნების ღირსშესანიშნაობები ქართული დროშის ფერებში განათდება
საზოგადოება - 09:55, 26 May, 2021     1498

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

"კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად განათდება ქართული დროშის ფერებში.

ასევე, ქ. ტორონტოში პირველად გაიმართება საქართველოს დროში აღმართვის ცერემონია. 1-ელ ივნისს კი, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული "აფხაზის ბოტანიკური ბაღის" დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბრაზილიაში განათდა სან პაულოს შტატის ინდუსტრიათა ფედერაცია, რიო- დე- ჟანეიროში კი საქართველოს დროში ფერებში ქრისტეს ცნობილი ქანდაკება განათდება.

"საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერები გამოისახება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობაზე. კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ქ. კანბერაში, ავსტრალიის ეროვნული კარილიონი. ბელგიაში, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება, ხოლო ბულგარეთში ქართული დროშის ფერებით განათდება კულტურის ეროვნული სასახლე, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი - სკოპიეს არქეოლოგიური მუზეუმი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გერმანიაში, გერმანული ვოისის გამარჯვებულის ნათია თოდუას მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი, ასევე, ქ, მაინის ფრანკფურტში ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოს მეშვეობით შესრულდება ქართული პოპულარული სიმღერა აკაკი წერეთელის ლექსზე, „სულიკო“. შესრულების პარალელურად გაშვებული იქნება საჰაერო ბუშტები საქართველოს დროშის ფერებში.

"ესტონეთში, ტალინის ცენტრში მდებარე ბიზნეს ცენტრი განათდება საქართველოს დროშის ფერებში და ტალინის ძველ ქალაქთან მდებარე თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე საქართველოს დროშა გამოისახება.

თურქეთში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის მთავარი სიმბოლო - „ათაქულეს კოშკი“, ამასთან განათების ქვეშ, მორბენალი სტრიქონის სახით გაშვებული იქნება მილოცვა თურქულ და ინგლისურ ენებზე.

ასევე, კვიპროსის დედაქალაქში, ნიქოსიაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდება Eleftheria square-ი და ქალაქის მერიის შენობა.

26 მაისს, დიდ ბრიტანეთში, ქ. ბრისტოლის მერიასთან ბრისტოლის ლორდ-მერის მიერ აღიმართება საქართველოს დროშა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პირველად საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 26 მაისს,ათენის ომონიის მოედნის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

იერუსალიმში,იერუსალიმის კედლები ასევე განათდება საქართველოს დროშის ფერებით.

ასევე, 26 მაისის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ცენტრალური ხიდები, ასევე ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი, ქ.ვილნიუსის ცენტრალურ მოედანზე კი გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ასევე, კატარში, დოჰაში, ცენტრალურ ადგილას მდებარე ისტორიული შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, რაც პირველი შემთხვევაა რეგიონში.

26 მაისს, ნიდერლანდებში, ქართველი მუსიკოსების მიერ, ჰააგის ცენტრში შესრულდება მუსიკალური ნომერი, ხოლო ჰააგის წმ.იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ასევე, საქართველოს საელჩო განათდება ქართული დროშის ფერებში; საქართველოს დროშის ფერებში განათდება სლოვენიაში საქართველოს საელჩოც.

პოლონეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ.ვროცლავის სტადიონი განათდება საქართველოს დროშის ფერებში.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნგრეთში, ბუდაპეშტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი განათება ქართული დროშის ფერებში, ხოლო უნგრული ბენდი „Vardis Kucha” საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართას კონცერტს.

უკრაინაში, კიევსა და ქ.ოდესაში საქართველოს დროშის ფერებით განათდება მერიის შენობები, ასევე, ოდესაში სარეკლამო ბილბორდებზე საქართველოს დროშა გამოისახება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42