ქარხანა სრული დატვირთვით, შეუფერხებლად მუშობს - "წყალი მარგებელის“ ხელმძღვანელობასა და ქარხნის თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა
საზოგადოება - 20:07, 25 May, 2021     1247

„წყალი მარგებელის“ ხელმძღვანელობასა და ქარხნის თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა, – ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ქარხანა შეუფერხებლად მუშაობს.


„წყალი მარგებელის“ ხელმძღვანელობასა და ქარხნის თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და პროდუქცია მომხმარებლებს შეუფერხებლად მიეწოდება. 25 წლის განმავლობაში კომპანიამ მრავალი სირთულე გადალახა, რაც თანამშრომლებს შორის არსებული ოჯახური გარემოს დამსახურებაა. წლების განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით კომპანიის შიგნით საერთო ენის გამონახვას საერთო ინტერესების მისაღწევად. ამჯერადაც, ყოველგვარი მესამე მხარის ჩართულობის გარეშე, უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. ჩვენ მომავალშიც ასეთი ერთიანი გუნდით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას, რათა ჩოხატაურში აშენებულმა ევროპული სტანდარტების თანამედროვე ქარხანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეროვნული ინდუსტრიის განვითარების საქმეში. სს წყალი მარგებლის დირექტორი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მოახერხა პირადად შეხვედროდა თანამშრომლებს, უახლოეს დღეებში აპირებს, ნაბეღლავის ქარხანაში ჩასვლას, სადაც თითოეულ მათგანს შეხვდება. კომპანია მზად არის თავისი თანამშრომლებისთვის შეთანხმებულ პირობებზე მეტი გააკეთოს. დიდ მადლობას მოვახსენებთ ჩვენს ერთგულ თანამშრომლებს ნდობისთვის, ასევე, ჩვენს მომხმარებელსა და საზოგადოებას გვერდში დგომისა და მოთმინებისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42